კოკა კიღურაძე: სულუხსარი ხალხი და ბრძენი მთავრობა, ანუ არჩევნები სამაისოდ თუ საოქტომბროდ

არჩევნები სამაისოდ თუ საოქტომბროდ? ეს შეკითხვა არსებობდა რამოდენიმე თვის წინ, მაგრამ საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის მაისში გაიმართებოდა.[1]

საქალაქო თვითმმართველობა: საქართველოს მუნიციპალური სისტემის დანაკლისი და საჭიროება – გრიგოლ მახარაძე

ქალაქები საქართველოში საქართველოს მთავრობის „დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიამ“ დღის წესრიგში წამოსწია საქართველოში თვითმმართველობის არსებითი რეფორმირების საკითხი. გარდა უფლებამოსილებების, ფინანსების, არჩევის წესის და სხვა საკითხებისა, სტრატგია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობაში ცვლილებებსაც იითვალისწინებს. მათ შორის უმნიშვნელოვანესია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა.

რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას ნაწ IV (ფუნქციების შესაბამისი შესაძლებლობები) – გრიგოლ მახარაძე

 დეცენტრალიზაციას ნაწ IV (ფუნქციების შესაბამისი შესაძლებლობები) – გრიგოლ მახარაძე 2006 წელს, როცა თვითმმართველობის რეფორმა ხორციელდებოდა, ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რაც მაშინდელი რეფორმის სასარგებლოდ  ისმოდა, თვითმმართველობების ფინანსური თვითკმარობის მიღწევის შესაძლებლობა იყო.

კომპეტენციათა ადეკვატური განაწილება (რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას ნაწ. 3) – გრიგოლ მახარაძე

კომპეტენციათა ადეკვატური განაწილება  (რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას ნაწ. 3) – გრიგოლ მახარაძე ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული ქარტიის მიხედვით, მარტივად რომ ვთქვათ, ასე განიმარტება: მოქალაქეების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა საკუთარი პასუხსიმგებლობით. რა შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი საქართველოში არსებულ დასახლებათა უმრავლესობაში, სოფელი იქნება ეს თუ ქალაქი: გზა, წყალი, ელექტროენერგია, გაზიფიკაცია, დასუფთავება. სკოლა, სოფლის ექიმი, საბავშვო…

თვითმმართველობის რეფორმის კვალდაკვალ – კოკა კიღურაძე

  პრობლემური მიმართულებები, რომლებიც მსჯელობის პროცესში გამოიკვეთა არის: ოპტიმიზაციის მიზნები და მისი შედეგები დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესში; თვითმმართველობის დონეების საკითხი; თვითმმართველი ერთეულების ტიპები. ოპტიმიზაცია, ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს:  თვითმმართველი ერთეულების დაყოფის ან გაერთიანების მიმართულებით. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დაყოფის შემთხვევაში, თვითმმართველობა ხორციელდება მოქალაქეებთან უფრო ახლოს, რაც მონაწილეობის ხარისხზე მეტ-ნაკლებად აისახება. ასევე, უფრო…

რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას – გრიგოლ მახარაძე

„რიცხოვნობით რაც უფრო პატარაა პოლიტიკური გაერთიანება, მით უკეთ ამჩნევენ მისი წევრები პრობლემების ერთობლივად გადაჭრის საჭიროებას. შესაბამისად, უფრო მარტივია თითოეული მათგანის ინფორმირება, დარწმუნება და, ასევე ალტერნატიული არჩევანის შეთავაზება.ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების თითქმის ყველა წევრის თანამონაწილეობას.პატარა გაერთიანებაში ცალკეული მოქალაქის წვლილი საერთო საქმეში  უფრო დიდია, ასევე, უფრო დიდია ცალკეული მოქალაქის შეხების ხარისხი (სარგებელი…

სამოქალაქო საზოგადოება რეალური თვითმმართველობისათვის – კოკა კიღურაძე

 ვფიქრობ, ზედმეტი იქნება  საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის გამართული თვითმმართველობის სისტემა. საქართველოში ამ მიმართულებით განხორციელდა რეფორმები, რომელმაც ვერ უზრუნველყო საბოლოო სისტემის ჩამოყალიბება.