სამუშაო ჯგუფმა მთავრობის ნდობა უნდობლობის საკითხი განიხილა

სამუშაო ჯგუფი:       საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი:    2014 წლის 13 აპრილი – II სხდომა

სრული შემადგენლობა: 32

დამსწრეთა რაოდენობა: 1(კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაოჯგუფმა პრინციპების დონეზე განიხილა კომისიის ორი წევრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ შემდეგ სხდომაზე მსჯელობა მთავრობის ნდობა-უნდობლობის ნაწილზე შედგება.

 

სხდომის მიმოხილვა

სხდომაზე განიხილეს სამუშაო ჯგუფის ორი წევრის მიერ წარმოდგენილი პროექტი.როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ცვლილებების მიზანია პრეზიდენტის, როგორც არბიტრის სტატუსის გაძლიერება, პარლამენტის უფლებამოსილებებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდა. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მნიშნველოვანი საკითხებია:

  • პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება (არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ). მისთვის დისკრეციის მინიჭებას მთავრობის ფორმირებისას თავად შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა საპარლამენტო კოსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტის უფლებამოსილებების დაკონკრეტება-დაზუსტებას, აგრეთვე მის გაზრდას დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების ფორმირებისას, დასახელდა რამდენიმე ალტერნატივა მაგ: კონტროლის პალატა.
  • პარლამენტის არჩევა რეგიონული პროპორციული სიების საფუძველზე.  პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილებების გაზრდა. ინტერპელაციის ინსტიტუტის გაძლიერება.
  • მთავრობის ნდობა-უნდობლობის პროცესის გამარტივება. პრემიერს ეძლევა უფლებამოსილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე გაათავისუფლოს მთავრობის წევრების შეუზღუდავი რაოდენობა.

კომისიის წევრების მხრიდან გამოითქვა შენიშვნა, რომ წარმოდგენილი პროექტით კნინდება მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს როლი. ყურადღება გამახვილდა პრეზიდენტის არბიტრის ფუნქციის შენარჩუნებისა და ამ სტატუსის ჯეროვანი რეალიზებისთვის აუცილებელი მინიმალური პოლიტიკურ-სამართლებრივი კონტროლის უფლებამოსილებების საჭიროებაზე.

კომისია შეთანხმდა, რომ კონცეპტუალური საკითხი, რომლითაც უნდა დაიწყოს რეფორმაზე მსჯელობა, მთავრობის ნდობა-უნდობლობაა. მომდევნო სხდომა სწრედ ამ საკითხს მიეძღვნება.

კვორუმის არ არსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.