სამუშაო ჯგუფმა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი: დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის, 24 აპრილი

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 6 (კვორუმი შედგა)

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა უშიშროების საბჭოს, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს (გენერალური ინსპექტორის), სახალხო დამცველის ინსტიტუტის დეცენტრალიზაციის, აგრეთვე, მარეგულირებელი კომისიების კონსტიტუციური რეგულირების საკითხზე.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შესახებ. დისკუსია შეეხებოდა დანაშაულის სახეებს, რომლებზეც შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ინსტიტუტს იურისდიქცია. განიხილებოდა ორი მიდგომა: ერთის მიხედვით, დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს ყველა სახის სამართალდარღვევაზე შეეძლება რეაგირება, ხოლო მეორე მიდგომით, მხოლოდ დანაშაულებზე თუ დანაშაულთა კონკრეტულ კატეგორიებზე. კომისიამ იმსჯელა, მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებლ ორგანოზე, გამოითხოვა რამდენიმე ვერსია: პროკურატურა, სპეციალური (ad hoc) პროკურორი,  პროკურორთა სპეციალური ჯგუფი.

ჯგუფის წევრებმა განიხილეს სახალხო დამცველი დეცენტრალიზაციის, აგრეთვე მისთვის დამატებითი ინსტიტუციური გარანტიების მინიჭების საკითხი.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა უშიშროების საბჭოს შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, უშიშროების საბჭოს როგორც მუდმივმოქმედი ორგანოს წინააღმდეგ, აღნიშნული მოსაზრების მიხედვით, საბჭო უნდა იკრიბებოდეს მხოლოდ საომარი თუ საგანაგებო მდგომარეობის დროს.

ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სხდომაზე განაიხილავენ სახალხო დამცველის, უშიშროების საბჭოს და გენერალური ინსპექტორის საკითხებს.

კონკრეტული გადაყვეტილება სამუშაო ჯგუფს არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.