სამუშაო ჯგუფმა განიხილა ეროვნული უშიშროების საბჭოსა და მარეგულირებელ კომისეიბთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი

სამუშაო ჯგუფი: დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის, 24 აპრილი

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 3 (კვორუმი არ შედგა)

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ეროვნული უშიშროების საბჭოს, სახალხო დამცველის და მარეგულირებელ კომისიებთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვა შეეხო ეროვნული უშიშროების საბჭოს. სამუშაო ჯგუფის ნაწილი განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, საბჭოს უნდა ჩამოერთვას მუდმივმოქმედი ორგანოს სტატუსი. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა საკითხი მთავრობის როლის ზრდაზე უშიშროების საბჭოს საქმიანობაში.

კომისიამ იმსჯელა სახალხო დამცველის ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის წევრების აზრით, აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობის სპეციფიკა განაპიროებებს მისი ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობას, რისთვისაც აუცილებელია კონსტიტუციაში შესაბამისი საბიუჯეტო გარნტიების არსებობა. შემოთავაზებული ვერსიის მიხედვით, სახალხო დამცველისთვის ბიუჯეტის შემცირება დაუშვებელია.

მარეგულირებელი კომისების საკითხის განხილვისას, გამოითქვა მოსაზრება ერთიანი მარეგულერებელის შექმნის შესახებ, თუმცა საპირისპიროდ აღინიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის თავისებურებიდან და პროფესიული მრავალფეროვნებიდან  გამომდინარე, აუცილებელია მათი დეცენტრალიზაცია. ჯგუფის წევრებმა განიხილეს აღნიშნულ დარგში შესაბამისი სპეციალისტის მოწვევის შესაძლებლობაც.

კვორუმის არ არსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.