სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აჭარისა და ოკუპირებული ტერიტორიების კონსტიტუციური სტატუსის შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 25 აპრილი – II სხდომა

სრული შემადგენლობა: 16

დამსწრეთა რაოდენობა: 5 (კვორუმი არ შედგა)

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული წინადადებები, იმსჯელა ოკუპირებული ტერიტორიების კონსტიტუციური სტატუსის შესახებ.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა წინადადება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით.

გამოთქვა მოსაზრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსზე ცალკე ჯგუფის შექმნის შესახებ. სამუშაო ჯგუფის პოზიციით, ეს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებული სხდომის გადასაწყვეტ საკითხს მიეკუთვნება.

სამუშაო ჯგუფში ასევე წარიმართა მსჯელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. კომისიის სხვადასხვა წევრის მოსაზრების მიხედვით, კონსტიტუციაში შეიძლება რამდენიმე ტიპის ჩანაწერი შევიდეს  მაგ: ახალი კონსტიტუციის შექმნა კონფლიქტების მოგვარების შემდეგ, ცარიელი სკამების იდეა ზედა პალატაში (რომელიც შეივსება ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებისგან კონფლიქტის მოგვარების შემთხვევაში), ვიცე-პრემიერი ან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის განსაზღვრა და ა.შ.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ აჭარის კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადება გაეგზავნება სამუშაო ჯგუფის ყველა წევრს და მის შესახებ მომდევნო სხდომაზე იმსჯელებდნენ.

კვორუმის არარსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.