სამუშაო ჯგუფმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი:       საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი:    2014 წლის 5 მაისი – III სხდომა

სრული შემადგენლობა: 32

დამსწრეთა რაოდენობა: 16 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა სხდომაზე იმჯელა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევისას პრეზიდენტის დისკრეციის შესახებ. სამუშაო ჯგუფი ზოგადად შეეხო ბიუჯეტის მიღებისა და ინტერპელაციის საკითხს.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფის სხდომაზე წარმოდგენილი რედაქციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პარლამენტს წარუდგენს პრეზიდენტი საპარლამენტო ფაქციებთან კონსულტაციების შემდგომ. თუ შერჩეული კანდიდატურა პარლამენტის მიერ არ იქნა მოწონებული, პარლამენტი თავად შეარჩევს და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. პროექტის ავტორების აზრით, ეს ხელს შეუწყობს პრეზიდენტისა და პრემიერი თანამშრომლობის საფუძვლების განმტკიცებას.

სხდომაზე ალტერნატივად დასახელდა ვერსია, რომლის მიხედვითაც ჯერ პარლამენტის უმრავლესობას, ხოლო თუ უმრავლესობა არ არის შექმნილი, საუკეთესო საარჩევნო სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ხოლო თუ უმრავლესობა არ წარმოადგენს კანდიდატურას, ანუ შეიქმნება კრიზისისსაფრთხე, მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდეს პრეზიდენტის დისკრეცია.კომისიის რამდიმე წევრის აზრით, სახელმწიფო მეთაურისუფლებამოსილება საპარლამენტო კონსულტაციების შემდეგ დამოუკიდებლად შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ არის შეუთავსებელი მმართველობის საპარლამენტო მოდელთან, მაგრამ ქართული რეალობის გათვალისწინებით, უმჯობესია პროცედურა ხისტად იყოს კონსტიტუციით გაწერილი.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მთავრობის ფორმიერების შემდგომ მინისტრების გადაყენების საკითხზე. წადმოდგენილი ვერსიის მიხედვით, ეს უფლებამოსილება პრემიერის დისკრეციაა და პარლამენტის მონაწილეობა საჭირო არ არის. პარლამენტს, წარმოდგენილი ვერსიის პირობებში, გათავისუფლებით გამოწვეული პოლიტიკური უკმაყოფილება უნდობლობის ზოგადი მექანიზმით შეუძლია გამოხატოს.

დაისვა საკითხი საბიუჯეტო წლის შეცვლასთან, აგრეთვე  მთავრობის ნდობისა და ბიუჯეტის კანონის მიღების ურთიერთკავშირის  შესახებ, კერძოდ, პარლამენტს ენიჭება უფლებამოსილება მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღოს კანონი, რომელიც ბიუჯეტში იწვევს გარკვეულ ცვლილებებს, ხოლო თუ პრემიერ-მინისტრი არ გაიზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, მას ენიჭება უფლებამოსილება დააყენოს მთავრობის ნდობის საკითხი.კვორუმის არ არსებობის გამო სხდომაზე გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფს არ მიუღია.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.