სამუშაო ჯგუფმა აფხაზეთის კონსტიტუციური სტატუსის შესახებ იმსჯელა

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 7 მაისი – III სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 4 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე.

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა კონსტიტუციის მე-3 მუხლის პროექტი, რომლის მიხედვითაც, იცვლება განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა ჩამონათვალი. ამასთან, განსხვავებულად არის ჩამოყალიბებული აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტი. კერძოდ, ამოღებულია აფხაზეთის სტატუსი („ავტონომიური რესპუბლიკა“) და ნაცვლად კონსტიტუციური კანონისა, აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება თავად კონსტიტუციით. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამგვარი ცვლილება შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ავტონომიის გაუქმება, ამიტომ უმჯობესია კონსტიტუციაში ცარიელი თავის/მუხლების გაჩენა, რომლითაც მომავალში აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრება.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდნენ ტერიტორიული მოწყობის სამუშაო ჯგუფთან ერთად.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com