სამუშაო ჯგუფმა მოსამართლეთა გათავისუფლების საკითხი განიხილა

სამუშაო ჯგუფი: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

სხდომის თარიღი: 2014 წლის 10 მაისი – V სხდომა

სრული შემადგენლობა: 31

დამსწრეთა რაოდენობა: 16 (კვორუმი შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მოსამართლის გათავისუფლების საფუძვლები და მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. მოამზადა ვენეციის კომისიასთან დისკუსიისას განსახილველ, პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალი

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა მოსამართლის თანამდეობობიდან გათავისუფლების საკითხზე. შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, მხოლოთ ეთიკის კოდექსი შეიძლება იყოს გათავისუფლების საფუძველი. სამუშაო ჯგუფმა ეს ვერსია უარყო ვინაიდან, ეთიკის კოდექსს ამტკიცებს თავად სასამართლო ხელისუფლება. დადგა პროექტის მიმართების საკითხი ხელისუფლების დანაწილების სისტემასთან, რომლის კლასიკური მოდელით პასუხისმგებლობის საფუძვლების დადგენა სხვა შტოს კომპეტენციას წარმოადგენს.

განსხვავებული მოასზებით, უნდა გაიმიჯნოს გათავისუფლება და უფლებამოსილების შწყვეტა, ეს უკანასკნელი ყოველთვის ობიექტურ კრიტერიუმს უკავშირდება (მაგ: გარდაცვალება), ხოლო გათავისუფლების საფუძველი უნდა იყო დისციპლინური წარმოება. გამოითქვა მოსზრება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში.

სამუშაო ჯგუფმა, გამოარკვია საკითხები, რომლებიც ვენეციის კომისიასთან შეხვედრისას უნდა განიხილონ. მათ შორისაა: პროკურატურა, რეალური კონტროლი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, მოსამართლეთა გადაყვანა-გათავისუფლება.

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.