სამუშაო ჯგუფმა მთავრობის სტატუსი და ფორმირების წესი განიხლა

სამუშაო ჯგუფი:       საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი:    2014 წლის 12 მაისი – IV სხდომა

სრული შემადგენლობა: 32

დამსწრეთა რაოდენობა: 12 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა ზოგადად იმსჯელა მთავრობის სტატუსის შესახებ. სხდომის ძირითადი ნაწილი დაეთმო თეორიულ საკითხებზე (მმართველობის მოდელზე)დისკუსიას.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა რეფორმის ორ მიმართულებაზე. პირველის მიხედვით, მთავრობის თავში შესაძლებელია ცვლილებები შემუშავდეს არსებულ რედაქციის მოდიფიცირების გზით; მეორე ვერსიის მიხედვით კი, საჭიროა მთავრობის თავის (მე-4 პრიმა თავი) ხელახლა დაწერა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს მთავრობის ფორმირების პროცედურის განხილვით, მასში სხვადასხვა კონსტიტუციური ინსტიტუტის მონაწილეობის ხარისხით განსაზღვრით, იმგვარად, რომ შენარჩუნდეს, მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს როლი (პარლამენტი ირჩევს მთავრობას, როგორც კოლეგიურ ორგანოს,და არა პრემიერს, რომელის როლიც წამყვანია მთავრობის ფორმირებაში).

გამოითქვა მოსაზრება, რომპრეზიდენტის თავით (მე-4 თავი) დაეწყოთ მუშაობა. სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა პროცედურულ მხარეზე მსჯელობას, კერძოდ, რომელი იყო ის კონცეპტუალური ინსტიტუტი, საიდანაც მსჯელობა უნდა დაწყებულიყო. ალტერნატივებად დასახელდა პრეზიდენტი უფლებამოსილებები, ნდობა უნდობლობის საკითხი და პარლამენტის უფლებამოსილებები.

კვორუმის არ არსებობის გამო სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა:ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.