EMC პარლამენტს მოუწოდებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს მეორე მოსმენით კენჭისყრისას არ დაუჭიროს მხარი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის რამდენიმე ჩანაწერი წარმოადგენს ღია და უხეშ ჩარევას უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაში და  ლახავს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის პრინციპს. წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც შეფასებულ უნდა იქნეს როგორც უკანგადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტის ავტონომიურობის უზრუნველყოფის პროცესში, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსადა სურვილს, სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულ იქნეს უმაღლესი სასწავლებლების ისედაც შეზღუდული დამოუკიდებლობის გაზრდისადმი. ამასთან, მიუღებელია შემოთავაზებული ცვლილებები გამართლებულ იქნეს უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევის გზით შიდა გაჯანსაღების პროცესების დაწყების აუცილებლობით, ვინაიდან  ამგვარი ინტერვენცია უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სივრცეში იმთავითვე შეცდომას წარმოადგენს და შეუძლებელი ამან პოზიტიური შედეგების მოტანა შეძლოს.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული უკიდურესად ნეგატიური განწყობები გამართლებული და ადეკვატურია იმ პირობებში, როდესაც კანონპროექტით შემოთავაზებული ერთ-ერთი ნორმით,საქართველოს პრემიერ-მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თავად დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამასთან,კანონპროექტით არ უქმდება/იცვლება ის ნორმა, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს ანიჭებს. შემოთავაზებული ცვლილებები ასევე ადგენს რექტორის თანამდებობაზე დანიშვნის ახალ საკვალიფიკაციო მოთხოვნას – დოქტორის აკადემიური ხარისხის არსებობას, რისი დაუკმაყოფილებლობაც შესაბამისი პირისათვის კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უფლებამოსილებას შეწყვეტას იწვევს.

მივიჩნევთ, რომ ნორმა პრემიერ-მინისტრისათვის ახალი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ წარმოადგენსხელისუფლების პირდაპირ ჩარევას უნივერსიტეტის ავტონომიის პრინციპში, რომლის  არსი თავისთავად გამორიცხავს მსგავსი ტიპის  მიმართებებს უნივერსიტეტსა და სახელმწიფოს შორის.ხოლო უნივერსიტეტის თანამდებობის პირებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისდადგენა აჩქარებს პრემიერის ახალი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გარედან ინიცირებულ მოულოდნელ ცვლილებებს იწვევს. კანონპროექტის ამ ჩანაწერების ამოქმედება კიდევ უფრო გააღრმავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობასთან მიმართებით დღეს არსებულ პრობლემებს, რომელიც ყველაზე მწვავედ რეგენტთა საბჭოს ინსტიტუტისარსებობაში ვლინებდა და გარანტირებულს ხდის ხელისუფლების მიერ უნივერსიტეტების ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაზე კონტროლსა და ზეგავლენას.

ამ მოცემულობაში კი შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპოლიტიკა, რომელიც ნაცვლად უნივერსიტეტის ავტონომიის უზრუნველყოფოსა, მისი შეზღუდვისკენარის მიმართული. ხელისუფლების ამ მიდგომის თანმიმდევრულობას სამწუხაროდ ადასტურებსსაქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნა საპარლამენტო უმცირესობისმიერ თებერვლის თვეში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც რეგენტთა საბჭოს გაუქმებას ისახავდა მიზნად. მთავრობის პოზიცია რეგენტთა საბჭოს პოზიტიური მნიშვნელობის შესახებ გაზიარებულ იქნა საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოპოზიციის მიერ, რამაც პარლამენტის მხრიდა ნრეგენტთა საბჭოს არსებობის ხელახალი ლეგიტიმაცია განაპირობა.

მივიჩნევთ, რომ საჯარო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომელიც ასისტენტ-პროფესორისთანამდებობის დაკავებისა და სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას აღარ ანიჭებს დოქტორანტებს (გარდა გამონაკლისისა).  თავისთავად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სურვილი გაზარდოს მოთხოვნა (დააწესოს უფრო მაღალი სტანდარტი) უნივერსიტეტებში დასაქმებული აკადემიური პერსონალისადმი. თუმცა, აუცილებელია ამ სიახლი სშემოტანა განხილულ იქნეს მისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ვინაიდან, ნათელია,მას დიდი გავლენა  ექნება  უნივერსიტეტების სასწავლო პროცესსა და სწავლების ხარისხზე. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მსჯელობა მასზე უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობითკანონპროექტის ინიცირებამდე არ მომხდარა.  ამასთან,ამ შესაძლებლობას გამორიცხავს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე პარლამენტისმიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც თავისთავად პრობლემურია.

ადამიანის უფლებებისსწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებებს და უახლოესმომავალში გადადგას ნაბიჯები უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მიმართული ცვლილებების გატარების მიზნით. ამასთან, აღნიშნული საკითხის მნიშვნელობიდან და მისიკომპლექსურობიდან გამომდინარე აუცილებელია დაიწყოს საჯარო დისკუსიები ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის პირობებში მოხდეს.

 

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) Calls for the Parliament  not to support the changes to the Law on Higher Education

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) calls for the legislators not to support the amendments to “the Law on Higher Education” proposed by the government during the second hearing in Parliament. Several  entrées  represent open and direct intervention into the autonomy of the higher education institutions  and infringe the university independence.  Proposed changes – that should be evaluated as a move backward in the process of ensuring University autonomy – are against the expectations and desires existing within the society for the governmental policies to be directed towards increasing the already restricted freedom of higher education institutions. Besides, it’s unacceptable, for the purposes of internally remedying the University life, intervention to be justified. This type of intervention into the independent space of a University is by itself a mistake and there is no way it can lead us to positive results.

Extremely negative attitude existing in the society with respect to the above-mentioned draft law can be justified and meant to be adequate when according to one of the rule  proposed by the draft law the prime minister becomes an authorized person to appoint a rector in case the authority of the acting rector is halted prior to due date. In addition, according to this draft law the norm that grants this authority to the Academic Council is not being annulled/changed. Proposed changes also suggest introduction of new requirements for the position of a rector – the necessity to have the degree of a Doctor of Philosophy (PhD). Not fulfilling the requirement will cause the authority of the assigned person to cease within the 30 days from the law enactment.

We believe that the norm equipping the prime minister with the above mentioned right represents direct intervention of a government in the University autonomy, the concept of which itself excludes the existence of such links between university and government. Introducing additional qualification requirements for the people holding administrative positions within the University hastens the usage of the powers of prime minister and brings unpredictable changes from outside at the University. Enactment of these entrées in the draft law will deepen the existing problems related to University independence, the latter is most explicitly revealed in the existence of the Council of Regents, that guarantees government’s control over university’s administrative and financial management.

In this context the policies of Georgian government and the Ministry of Education and Science is alarming. The policies instead of ensuring the autonomy of a University,  are directed towards restricting it. The government’s pursuance of this approach is unfortunately proved by its negative legal opinion on the draft law that was initiated by the parliamentary minority in February, aiming to abolish the Council of Regents. The legislative body shared the government’s opinion on the significance of Council of Regents, that on its hand cased  the re-legitimization of the Council of Regents by the Parliament.

We think that the entrée that deprives all PhD  students (with some exceptions) from the right to hold the position of an assistant-professor and to be involved in the teaching process, should become a topic of public discussions. On its hand it’s understandable that the government has the desire to increase its requirements towards the academic staff of the University, to establish higher standards. But it’s crucial the introduction of this novelty to be discussed based on its expediency, as, obviously, it will have big influence on the study process within the university and on the quality of teaching. It is unfortunate that the discussion – with the involvement of higher education institutions – has not taken place before the draft law initiation. Besides, this opportunity was also missed due to the parliament’s decision to hold an accelerated legislative process, which on its hand is a problematic issue, as well.

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) calls for the parliament not to support the proposed changes and to make steps towards ensuring the university independence. Besides, coming from the importance and complexity of the issue, it’s necessary public discussions to be initiated with the involvement of all interested parties. The formation of the mechanisms ensuring the higher education institutions’ independence  shall happen with major involvement from the public.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s