არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების საჯარო გამოსვლის ორგანიზებას სთხოვენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს შედეგით საუკეთესო 12 კანდიდატი: გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია, ნინო ბაქაქური, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბერ სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, ლევან ხეცურიანი, გია მეფარიშვილი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატი: ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი და გიორგი ტურაზაშვილი.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდინარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ხედვების მოკლედ წარმოდგენის უფლება მისცეს, ხოლო დეპუტატებს – მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რაც პირველ ტურში სამწუხაროდ არ იქნა უზრუნველყოფილი.

დარწმუნებულები ვართ, რომ დისკუსია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნომინირებულ პირთა შეხედულებებთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს პარლამენტის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის შეჩერებას საუკეთესო კანდიდატებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოისმინოს სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლებში მათი მომავალი წარმომადგენლების ხედვები სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიტანოს ცვლილებები პლენარული სხდომის დღის წესრიგში და მისცეს კანდიდატებს საშუალება წარმოადგინონ თავიანთი გეგმები საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ხოლო – დეპუტატებს მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან პარლამენტის რჩეულები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საპარლამენტო დისკუსია კი ამის ნათელ წარმოდგენას შექმნის.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

Second round of voting to elect members of the High Council of Justice (HCoJ) and the disciplinary board is scheduled to be held during today’s plenary session of the parliament where the following 12 shortlisted candidates will participate: Gocha Mamulashvili, Vakhtang Tordia, Nino Bakakuri, Eva Gotsiridze, Ekaterine Gasitashvili, Kakhaber Sopromadze, Mamuka Songhulashvili, Levan Khetsuriani, Gia Meparishvili, Madi Chantladze, Roin Migirauli and Davit Sualkvelidze, and four candidates for disciplinary board membership: Ketevan Bekauri, Nino Nishnianidze, Merab Chikovani and Giorgi Turazashvili.

In view of public interest, we deem it important for the Chairman of the Parliament to allow candidates to present a summary of their views during the plenary session, where MPs will have an opportunity to ask questions. Regrettably, this was not the case during stage 1 of the competition.

We believe that these discussions will allow the parliament to make an informed decision and choose best candidates. It is also important for public to have an opportunity to hear views about further judicial reforms from their prospective representatives in key parts of the judiciary.

Therefore, we urge the Chairman of the Parliament of Georgia to make corresponding changes in the plenary meeting agenda and allow candidates to present their views about the development of an independent judiciary in Georgia, while MPs will be able to ask questions. Public should know the candidates that the parliament will favor for the HCoJ membership, which they will be able to by means of a parliamentary discussion.

Transparency International – Georgia

Georgian Young Lawyers’ Association

Article 42 of the Constitution

International Society for Fair Elections and Democracy

The Human Rights Education and Monitoring Center

Georgian Democratic Initiative 

– See more at: http://gyla.ge/eng/news?info=1619#sthash.SFnsblNI.dpuf

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s