განცხადება სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დღევანდელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით

დღეს, 28 ივნისს, სოფელ სამთაწყაროში შედგა მუსლიმური  პარასკევის ტრადიციული ლოცვა, რომლის მსვლელობისას სოფელში იყო მობილიზებული პოლიცია. პოლიციამ დატოვა ადგილი, როდესაც ლოცვა დამთავრდა.

ლოცვის დამთავრების შემდეგ სოფელში კვლავ მოხდა კონფლიქტი. კერძოდ, ადგილობრივი ქრისტიანები შეიკრიბნენ ერთ-ერთი მუსლიმის – სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და იმუქრებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა ქრისტიანებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაწყოფა მის ცოლსაც. სულიკო ხოზრევანიძის ოჯახს ამ დრომდე ემუქრებიან და მას არ აქვს სახლიდან გამოსვლის საშუალება. მისი უსაფრთხოება არ არის დაცული.

EMC მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს დროულად მოახდინოს ადგილობრივი მუსლიმი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტირება. ყველა შესაძლო ზომებით  დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უფლებები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ სამთაწყაროში 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს კონფლიქტი, რაც გამოიწვია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს მოწყობამ და ჯგუფური ლოცვის მცდელობამ. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოხერხდა ლოცვის ჩატარება.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s