EMC მთავრობისგან სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს

EMC მთავრობისგან სოციალურად დაუცველი პირების გამოსახლების დაუყოვნებლივ შეჩერებასითხოვს

სახელმწიფომ, თბილისში მდებარე, რამდენიმე ობიექტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლებაზე გადაწყვეტილება მიიღო და უმძიმესსოციალურ მდგომარეობაში მყოფი 70-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ დააყენა.

კერძოდ, 2013 წლის 23 ივლისს ყოფილი142-ე საჯარო სკოლისა (თემქა, მე-3 მიკრო-რაიონი, მე-4 კვარტალი) და ყოფილი მე-13 სკოლის(ღოღობერიძის ქუჩა #3) შენობებში თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებსპოლიციის გაფრთხილებები ჩაბარდათ, რომელიც მათგან უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონებისდაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ყოფილი 142-ე სკოლის შენობაში 30-მდე, ყოფილიმე-13 სკოლის შენობაში კი 45-მდე ოჯახი ცხოვრობს, სადაც ისინი 2012 წლის ოქტომბრიდანშესახლდნენ.  აღნიშნული ოჯახების ძირითადი ნაწილისიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და მათი განცხადებით, არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი.აღნიშნული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და ეკონომიკის სამინისტროსბალანსზე არის რეგისტრირებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო აღნიშნულიშენობების გამოყენებას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თბილისში საცხოვრებლებისგადაცემისთვის აპირებს და ამ მიზნით  შესაბამისისარეალიბიტაციო სამუშაოების დაწყებას გეგმავ. სოციალურად დაუცველი პირების განმარტებით,განსახილველი ობიექტებიდან მათ გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღოისე, რომ არც ერთი კატეგორიის სოციალურად დაუცველი პირი არ უზრუნველყო საცხოვრებლით(ქირით, სოციალური საცხოვრისით). სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილმა 2013 წლის25 ივლისს გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს განცხადებით  მიმართა, თუმცა,  სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის ცნობილიარ არის.

EMC-ის შეფასებით, მიუხედავად იმფაქტისა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები განსახილველ ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები,საცხოვრებლის გარეშე მყოფი ღარიბი, ძირითად შემთხვევებში კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთმყოფი ოჯახების თავშესაფრის გარეშე დატოვება ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ეწინააღმდეგებასახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებებს,მათ შორის, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-11(1) მუხლის მოთხოვნას, რომელიც ადგენს: „ამპაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახსჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და ბინის ჩათვლით[..]“ პაქტის 2(1) მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია გადადგას საკანონმდებლოდა სხვა ნაბიჯები მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, პაქტითაღიარებული უფლებების თანდათანობითი სრული რეალიზაციის მიზნით. პაქტის საფუძველზე ყველასახელმწიფოს აქვს აღებული მინიმალური ძირითადი ვალდებულებები, რაც მისგან ითხოვს თითოეულიუფლების არსებითი დონის დაკმაყოფილებას.

გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულუფლებათა კომიტეტის ზოგადი #3 კომენტარის შესაბამისად, მაშინაც კი როდესაც სახეზეახელმისაწვდომი რესურსების ნაკლებობა, სახელმწიფოები მაინც უნდა იღვწოდნენ შესაბამისიუფლებების მაქსიმალურ ფარგლებში განხორციელებისთვის და ახდენდნენ დემონსტირებას, რომყველა ღონე იხმარეს მათ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოსაყენებლად ამ მინიმალურიპასუხისმგებლობის პრიორიტეტული წესით დასაკმაყოფილებლად.როგორც ფაქტობრივი გარემოებებიაჩვენებს, აღნიშნული პრინციპების საწინააღმდეგოდ, ყოფილი 142-ე და მე-13 სკოლების შენობებიდანსახელმწიფო ყველა ოჯახს ასახლებს მიუხედავად იმისა, რომ ზიგიერთი მათგანის სოციალურიდა სამედიცინო მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და საცხოვრებელი არ გააჩნიათ. როგორცჩანს, განსახილველი ობიექტებიდან  სოციალურადმოწყვლადი ოჯახების გამოსახლება სახელმწიფომ დაგეგმა იმგვარად, რომ არ მოუხდენია სოციალურიდა საბინაო საჭიროებების გათვალისწინებით ოჯახების პრიორიტეტიზაცია და ობიექტური, გონივრულიდა სამართლიანი კრიტერიუმების საფუძველზე ამ პირების საბინაო პრობლემების გადაწყვეტისგეგმის შემუშავება. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა აღნიშნულ ოჯახებს ყოველგვარი მოლოდინისგარეშე უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ ტოვებს. მით უფრო, რომ  მათგან ზოგიერთი ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არისმოწყვლადი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა მრავალშვილიანი დედები,ბავშვები, მარტოხელა მოხუცები) და ამდენად, განსაკუთრებით დაუცველ და არაპრივილეგირებულპირთა ჯგუფს მიეკუთნება. ამ მიმართებით აღსანიშნავია, ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Yordanova and Others v.Bulgaria, რომელიც ბოშათა კომუნის მიერ უკანონოდ დაკავებულიუძრავი ქონებიდან მათი გამოსახლების გადაწყვეტილებას შეეხებოდა. მოცემულ საქმეში სასამართლომდაადგინა მოპასუხე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრებისხელშეუხებლობის უფლება) დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფომგანმცხადებელლები სათანადოდ არ დაიცვა უსახლკაროდ დარჩენის საფრთხისგან. [..]განმცხადებლებისგამოსახლების განზრახვა ისე გამოავლინა, რომ მისი თანმდევი შედეგების პრევენცია არმოუხდენია.“ მათ შორის, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებით მოწყვლადიჯგუფების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები, ბავშვები) მდგომარეობაზე.ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღიარა, რომ კონვენცია სახელმწიფოს არ აკისრებს პოზიტიურვალდებულებას განმცხადებლები უზრუნველყოს საცხოვრებლით, თუმცა, სახელმწიფოს ეკისრებავალდებულება განსაკუთრებით დაუცველი პირები თავშესაფრით უზრუნველყოს.

ეკონომიკური, სოციალური და კულტურულიუფლებების დარღვევების შესახებ მაასტრიხტის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რესურსებისნაკლებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს გარკვეული მინიმალური ვალდებულებებისგან სოციალურიუფლებების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათაკომიტეტის აზრით, სახელმწიფო, სადაც ადამიანთა მნიშვნელოვან რაოდენობას ელემენტარული თავშესაფარიან ბინა არ აქვს, prima facie ვერ ასრულებს პაქტით აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად,ფინანსური რესურსების არ არსებობის საკითხი არ შეიძლება გახდეს სოციალურად დაუცველიპირების თავშესაფრის გარეშე დატოვების საფუძველი. აღნიშნულ ობიექტებში იძულებით გადაადგილებულიპირების შესახლების არგუმენტი თავის მხრივ არ ამართლებს სახელმწიფოს მიერ სოციალურადდაუცველი პირების მიმართ არსებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სათანადო საცხოვრებელზეუფლების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მის ხელთ არსებულირესურსების ეფექტური და სამართლიანი გამოყენებით, მიიღოს ყველა ზომა საბინაო პრობლემებისგადაწყვეტისთვის. ამგვარი ძალისხმევის გაწევის მცდელობა სახელმწიფოს განსახილველ შემთხვევაშიარ უჩვენებია, რაც მის მიერ პაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევად უნდა განვიხილოთ.

ზემოთაღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, EMC მთავრობისგან მოითხოვს დაუყოვნებლივშეჩერდესყოფილი 142-ე და მე-13 სკოლების შენობებიდან (ისევე როგორც სხვა ობიექტებიდან) სოციალურადდაუცველი პირების გამოსახლების პროცესი მანამდე, სანამ არ მოხდება აღნიშნული პირებისსოცილური და საბინაო საჭიროებების ინდივიდუალური და დეტალური შესწავლა და საცხოვრებლისგარეშე მყოფი დარჩენილი სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით (ქირა, სოციალურისაცხოვრისი) დაკმაყოფილება.  

ამასთან,შესაბამის სახელმწიფო უწყებებს  EMC სთხოვს,საზოგადოებას წარმოუდგინონ სტრატეგია სხვადასხვა ობიექტებში შესახლებული სოციალურადდაუცველის ოჯახების  სოციალური და საბინაო პრობლემებისგადაწყვეტის შესახებ, რადგან ისინი უკიდურესად არასათაბადო პირობებში (ხშირ შემთხვევებში,წყლის, კანალიზაციის, გაზის, ელექტროენერგიის ), გამოსახლების მუდმივი რისკის ქვეშცხოვრობენ.   

EMC აცნობიერებს იმ სერიოზულ გამოწვევებს,რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, თუმცა, მიაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სათანადოძალისხმევა სოციალურად მოწყვლადი პირების  საცხოვრებელზეუფლების უზრუნველყოფის მიზნით. სამწუხაროდ, თბილისში 25-მდე ობიექტში შესახლებული სოციალურადდაუცველი ოჯახები უმძიმეს და ღირსების შემლახავ პირობებში ცხოვრებენ და სახელმწიფოსათანადოდ არ მუშაობს მათი პრობლემების რეალური და თანმიმდევრული გადაწყვეტის მიზნით.

სოციალურად დაუცველი პირების უკიდურესადმძიმე მდგომარეობა უსამართლო სოციალურ-ეკონომიკური წესრიგით არის განპირობებული, რაცფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. სამწუხაროა, რომ ეროვნული კანონმდებლობა და არსებულისოციალური დახმარების სისტემა აღნიშნულ პირებს შესაბამისი სამართლებრივი და სოციალურიდაცვის გარეშე ტოვებს და არაეფექტურია.  ქვეყანაშიარსებული საბინაო პრობლემების მასშტაბის გათვალისწინებით, ნათელია, რომ აუცილებელია,  სახელმწიფომ შეიმუშავოს  სისტემური მიდგომა  მისი გადაწყვეტის მიზნით.