არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას ასახელებენ

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურას წარადგენენ.

თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის” პროექტის ხელმძღვანელია.

ქალბატონ ჟვანიას საარჩევნო კუთხით საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში იგი იყო UNDP საქართველოს საარჩევნო მიმართულების ჯგუფის ლიდერი და ხელმძღვანელობდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტებს. საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა საზღვარგარეთაც, მათ შორის, საერთაშორისო პროგრამის მენეჯერად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). იგი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), NDI-სა და ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნებში. ქალბატონი ჟვანიას საარჩევნო მოღვაწეობა იწყება 2000 წლიდან სამოქალაქო სექტორში. 2004–2007 წლებში იყო ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.

თამარ ჟვანია ,,დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების“ (BRIDGE) პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში, პროექტებსა და კვლევებში.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული, პიროვნული ღირსებები, მათ შორის პრინციპულობა და ობიექტურობა.

წარმოდგენილი ორგანიზაციები ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას შეიძლება მოყვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მწვავე კრიტიკასაც არ მოვერიდებით, ვფიქრობთ, რომ დასახელებული კანდიდატს აქვს უნარი, მიიღოს კრიტიკული შენიშვნები და რთულ სიტუაციებში გამოავლინოს როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მზაობა.

მიგვაჩნია, რომ თამარ ჟვანია აკმაყოფილებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, მმართველი კოალიციაც გამოავლენს პოლიტიკურ ნებას მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს.

კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციები:

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

„მრავალეროვანი საქართველო“

კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s