EMC-მ რელიგიური კონფლიქტების კვლევის პირველადი შედეგები და რეკომენდაციები კონფლიქტის ძირითად აქტორებს გააცნო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)  პროგრამის “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” (G-PAC) მხარდაჭერითახორციელებს პროექტს, რომელიც ნიგვზიანსა და წინწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების კვლევასა და სახელმწიფოსთვის შესაბამისი რეკომენდაციებისწარდგენას გულისხმობს. კვლევა მოიცავს როგორც  კონფლიქტების დარეგულირების პროცესშისახელმწიფოს როლის შეფასებას რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა დასამართლიანობის პრინციპების საფუძველზე, ისე კონფლიქტების სოციალური, პოლიტიკურიდა კულტურული კონტექსტების თეორიულ ანალიზს.

პროექტის ფარგლებში,მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სადაც EMC-იმკვლევის პირველადი შედეგები და კონფლიქტის მშვიდობიანი  გადაწყვეტისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიზნით სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების პროექტი წარადგინა.  შეხვედრასშინაგან საქმეთა და  იუსტიციის სამინისტროების,რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს,  რეგიონალურიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, სახალხო დამცველის აპარატისა და მისიტოლერანტობის ცენტრის, საპატრიარქოსა და სამუფტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები და წინადადებებიწარმოადგინეს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ასახვას კვლევის საბოლოოანგარიშში ჰპოვებს.

EMC-ისკვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, ნიგვზიანსა და წინწყაროში მიმდინარერელიგიური კონფლიქტების დარეგულირების მიზნითსახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა დროულად  ჩარეულიყო პროცესებში და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მნიშვენლოვანი ოფიციალური განცხადებებიგაკეთდა რელიგიური პლურალიზმისა და ტოლერანტობის დაცვის კუთხით, თუმცა არსებობდამნიშვენელოვანი ხარვეზები სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაში, მათ შორის:

– სახელმწიფომ კონლიქტების მოგვარება არსებითად სასულიერო პირებს გადაანდო, რითაც ვერშეძლო ეჩვენებინა სახელმწიფოს, როგორც უფლებათა დაცვის ექსკლუზიური გარანტორის ფუნქცია.საკუთარი როლის ამგვარმა დევალვაციამ ხელი შეუწყო კონფლიქტის გავრცელდებას სხვა რეგიონებში და საზოგადოებაში არასწორი დისკურსების დამკვირდებას სახელმწიფოს და რელიგიური ორგანიზაციების როლთან მიმართებით;

– კონფლიქტებისმოგვარების პროცესში სახელმწიფო თანამდებობის პირები უმეტესშემთხვევებში არიცავდნენ სეკულარიზმის პრინციპებს.მათ ოფიციალურ განცხადებებში ხშირად პირდაპირ ან ირიბად ჩანს ლოიალობა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეს პრობლემა ყველაზე მკვეთრად გამოჩნდა. ადგილობრივიხელისუფლება ხშირად თავს კონფლიქტის მხარედ განიხილავდა და არღვევდა რელიგიურინეიტრალიტეტის მოთხოვნას;

– სახელმწიფოს ძირითადი აქტორები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები კონფლიქტებისგადაწყვეტის პროცესში, არ აღიარებდნენ, რომ მუსლიმი თემის მიმართ ადგილი ჰქონდარელიგიის თავისუფლების შეზღუდვას და ამის საწინააღმდეგოდ,დომინანტი ჯგუფის უფლებების შეზღუდვაზე უთითებდნენ.

– კონფლიქტების დროსგამოვლენილი სამართალდარღვევის მიმართ სახელმწიფოს სამართლებრივირეაგირება არ იყო ადეკვატური. პოლიციამ არ აღკევთა ცალკეული სამართალდარღვევები, ამასთან არუზრუნველყო ეფექტიანი გამოძიების ჩატარება;

– სახელმწიფომ არსებული კონფლიქტები იზოლირებულ შემთხვევებად განიხილა და მათკონსპირაციული თეორიებით ხსნიდა, რის გამოც მან კონფლიქტების გააზრებისა დამათი  მოგვარების მიმართ კომპექსურიმიდგომა ვერ აჩვენა;

–  განსახილველმა რელიგიურმა კონფლიქტებმა რელიგიის თავისუფლების კუთხით სახელმწიფოში არსებული ზოგადიპრობლემები კიდევერთხელ მთელი სიმწვავით გამოავლინა. მათ შორისაა, რელიგიურიორგანიზაციების დაფინანსების წესის არარსებობა,  სკოლებში ინდოქტრინაციის პრობლემა.

ზემოთ აღნიშნულიშეფასებების მიუხედავად, როგორც კვლევისშედეგები აჩვენებს ადგილობრივი მუსლიმი თემებისთვის თავისთავად ისფაქტი, რომ კონფლიქტის ადგილებში დღეს მუსლიმური სამლოცველოები ფუნქციონირებს, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მათი რელიგიის თავისუფლების დაცვისთვის.

კვლევის საბოლოო ანგარიშსEMC ნოემბრის თვეში გამოსცემს, რომლის პრეზენტაცია თბილისსა და სხვა რეგიონებშიც შედგება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s