სოფელ ჭელას მოვლენები [video]

ადამიანის უფლებების სწავლებისა დამონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ მომზადებული ვიდეო მასალა სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის დროს განვითარებულ მოვლენებზე ადგილობრივი ქართველი მუსლიმების შეფასებებს აჩვენებს. ინტერვიუები ჩაწერილია 27 აგვისტოს, ახალციხეში შსს-ს სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რომელიც ჭელასა და სხვა მეზობელ სოფლებში მცხოვრებმა მუსლიმმა ქართველებმა გამართეს. ვიდეოში დაკავებული, ნაცემი პირები და სხვა მოწმეები დაკავების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობენ.