გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში

OSGF2013 წლის 1 ივნისიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტი (EMC) ახორციელებს პროექტს „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UN CRPD) იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში,“ რომელიც ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით UN CRPD -ის ადეკვატური იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ამ მიზნით EMC სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ორგანიზაციების (PDOs), მედიისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით კონვენციის ეფექტური იმპელემენტაციისთვის საჭირო რეკომენდაციებს მოამზადებს.

პროექტის ფარგლებში EMC შეისწავლის ევროკავშირის ქვეყნებში UN CRPD-ის იმპლემენტაციის პრაქტიკებს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე ადგილობრივ დონეზე შესაბამის აქტორებთან პროექტის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებისა და ვორქშოფების, არსებული მონიტორინგის ანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ კონვენციის ეფექტური იმპელემტაციის სტრატეგიასა და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. შემუშავებული რეკომენაციები საბოლოოდ  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებას წარედგინება. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება  ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

CRPD-ის რატიფიცირების შემდეგ მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათი ოჯახის წევრების, მედიის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისა და საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შესაბამისი ატივობები, რომელიც ვორქშოფებისა და Teach-in-ების ფორმით გაიმართება.

პროექტის ვადები: 01.06.2013 – 15.07.2014

პროექტის ბიუჯეტი: $ 26 410

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s