რელიგიური კონფლიქტების შესწავლა საქართველოში

2013 წლის 1 მაისიდან EMC მუშაობს G-PAC-ის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბოლო პერიოდში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შესწავლას.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და აღნიშნულ ადგილებზე არსებული რელიგიური კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციების პაკეტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის და მოხდება მათი ადვოკატირება.
პროექტის ძირითადი ამოცანებია:

• მოახდინოს აღნიშნული კონფლიქტების შესწავლა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის/მისი მონაწილეობის ანალიზი;

• კონფლიქტის ძირითადი აქტორების მონაწილეობით შეიმუშავოს კონკრეტული რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და უზრუნველყოს მათი შესრულების ადვოკატირება;

• ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური უმცირესობების თემატიკაზე და ამ გზით ეფექტური გახადოს შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი;

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s