საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა

BCG_MAST_PS_BW2013 წლის  1 აგვისტოდან, ბრიტანეთის საელჩოს მხარაჭერით EMC ახორციელებს პროექტს „საჯარო სკოლებში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობა.“  პროექტის მიზანია კვლევის საფუძველზე იმ სისტემური პრობლემების გამოვლენა, რაც ხელს უშლის განათლების სფეროში რელიგიურად ნეიტრალური და ტელორანტული გარემოს არსებობას.

კვლევა საჯარო სკოლების პრაქტიკისა  და სახელმწიფო პოლიტიკის შესწავლის მიმართულებით განხორციელდება.

  • საჯარო სკოლის დონეზე კვლევა გულისხმობს რელიგიის თავისუფლების კუთხით სასწავლო პროცესის, სკოლის ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროგრამების, მასწავლებელთა დამოკიდებულებების შესწავლას და ინდოქტრინაციისა და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენას;
  • სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე კვლევა გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების პოლიტიკის შესწავლას. კერძოდ, კვლევა მოიცავს ანალიზს, თუ რამდენად ეფექტურად წარმართავს ხელისუფლება ყველა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმს, რამაც უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემაში რელიგიის თავისუფლების კუთხით შემწყნარებლური გარემოს არსებობა.

კვლევის ფარგლებში საჯარო სკოლების შერჩევა მოხდება  რელიგიური უმცირესობების რაოდენობრივი წარმომადგენლობითობისა და რისკ ფაქტორების არსებობის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით.

კვლევის შედეგების საფუძველზე, მომზადდება საბოლოო დასკვნა და შემუშავდება რეკომენდაციები განათლების სისტემაში სეკულარული და ტოლერანტული გარემოს შექმნისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის საკითხებზე სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმების დასახვეწად.

EMC უზრუნველყოფს კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას და საჯარო სივრცეში ამ თემაზე დისკუსიის გაძლიერებას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s