უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისთვის

2013 წლის პირველი აგვისტოდან EMC  მუშაობს პროექტზე „უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისთვის“. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მიზანია რელიგიური უმცირესობების უფლებების ეფექტური დაცვის ხელშეწყობა მათთვის უფასო სამართლებრივი  დახმარების გაწევის გზით.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სამართლებრივი მომსახურების განხორციელებას ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება სამი ძირითადი ინსტრუმენტით:

– კონსულტაციების სისტემა, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითადი ფორმას – საველე, სტაციონალური,  სატელეფონო და ონლაინ  (იმეილი, სკაიპი, სოციალური ქსელები);

– სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე;

– სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებში.

იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე შემთხვევების გამოსავლენად და რელიგიურ ჯგუფებთან კავშირების გასაღრმავებლად EMC განახორციელებს პროაქტიურ სამუშაო სტრატეგიას, რაც  გულისხმობს რეგულარულ შეხვედრებსა და საველე ვიზიტებს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ თემთან.

ამასთან, პროექტის ფარგლებში დაინერგება რეფერალური სისტემა სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან, რაც რელიგიური უმცირესობების უფლებების  კომპლექსურ დაცვას შეუწყობს ხელს. რეფერალური სისტემის დანერგვით მოხდება ბენეფიციარების გადამისამართება სხვა ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან იმ საკითხებზე, რომელიც პროექტის საქმიანობის ფარგლებს სცილდება, თუმცა მნიშვნელოვანია მათი უფლებების ეფექტურად დასაცავად. რეფერალური სისტემის ამოქმედებით შესაძლებელი გახდება პროექტისთვის მნიშვნელოვანი საქმეების მოძიება.

რელიგიის თავისუფლების საკითხის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად პროექტის ფარგლებში მომზადდება და გავრცელდება მცირე სახელმძღვანელო რელიგიური უმცირესობებისათვის საკუთარ უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ. ამასთან პროექტი ითვალისწინებს მედიის (მათ შორის, სოციალური მედიის) აქტიურ თანამონაწილეობას, რაც უზრუნველყოფილი იქნება მედია საშუალებებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით, საჯარო განხილვების ინიცირებითა და სოციალური ვიდეო რგოლების მომზადების გზით.

პროექტის დასასრულს მომზადდება საბოლოო ანალიტიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება შეფასება პროექტის მიმდინარეობის პროცესში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე და არსებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ხარვეზებზე.

პროექტის ვადები: 08/01/2013-07/30/2014

პროექტის ბიუჯეტი: $ 22 320

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s