ადეკვატური საცხოვრებლის უფლება სოციალური სამართლიანობისათვის

EWMI G-PAC   Civil society development in Georgia (1)

თბილისში მდებარე 20-მდე ობიექტში უსახლკარო ოჯახები არიან შესახლებულები.  მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. აღნიშნულ ობიექტებში შესახლებულ ოჯახებს უმძიმეს და ღირსებისშემლახავ პირობებში უწევთ ცხოვრება. მთავრობის ახალი ინიციატივით უსახლკარო ოჯახების ნაწილი სპეციალურად მოწყობილ კარვებში აგრძელებს ცხოვრებას.

EMC-ის ახალი პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი უსახლკარო პირების უფლებების დაცვა, რომელიც განხორციელდება მათი უფლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფოს პოლიტიკის შესწავლისა და ანალიზის გზით. პროექტის შედეგები კი დაეფუძნება სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების პაკეტის მომზადებასა და მისი ადვოკატირების კამპანიას.

პროექტი განხორციელდება ორ ძირითად ეტაპად. პირველ ეტაპზე მოხდება სოციალურად მოწყვლადი პირების პრობლემატიკის, უფლებრივი მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების შესწავლა და  და ამ მიმართებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების მიერ გატარებული პოლიტიკის კვლევა;  აგრეთვე, ამავე ეტაპზე მოხდება სამიზნე ჯგუფის მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზი. აღნიშნული შედეგები არ იქნება განზოგადებული ამ პრობლემატიკაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიემართება მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ თავად სოციალურად დაუცველ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები.

პროექტის მეორე ეტაპი დაეთმობა გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების საფუძველზე სახელმწიფოსთვის შესაბამისი რეკომენდაციების პაკეტის მომზადებასა და მათ ადვოკატირებას, რომელიც ასევე მოიცავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სოლიდარობის გაზრდის კომპონენტებს.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)-ის ფარგლებში.

პროექტის ვადები: 01.11.2013- 30.07.2014

პროექტის ბიუჯეტი: $14,640

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s