სამუშაო ჯგუფმა განიხილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრის საკითხი

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 4 ნოემბერი – V სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 5 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მუშაობის პროცედურის მხარე, აგრეთვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრის საკითხი.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა განიხილა მუშაობის პროცედურული მხარე. შემოთავაზებული წინადადებით, საკონსტიტუციო კომისიის დებულებით დადგენილ ვადაში მუშაობის დასრულებისთვის აუცილებელია, კონცეპტუალურიდან მუხლობრივ განხილვაზე გადასვლა და ეტაპობრივი კენჭისყრების ჩატარება.

გამოითქვა პრობლემურ საკითხებზე კონფერენციის ჩატარების, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვის შესახებ მოსაზრება.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

სამუშაო ჯგუფის დამსწრე წევრები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ სხდომაზე ჩატარდებოდა კენჭისყრა.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

 

მომზადებულია  „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.