სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ოკუპირებული ტერიტორიების კონსტიტუციური სტატუსის შესახებ

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 8 ნოემბერი – VI სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 5 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ოკუპირებული ტერიტორიების კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრის საკითხი. იმსჯელა ორპალატიანი პარლამენტის შესახებ.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრის შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული საკითხი დახურულად არ უნდა დარჩეს, თუმცა გადაწყვეტა არ უნდა იყოს რადიკალური, რათა ამან, მომავალში, ხელი არ შეუშალოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან შეთანხმების მიღწევას.

სამუშაო ჯგუფმა, საკანონმდებლო ტექნიკის ფარგლებში, განიხილა კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი“. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ ამგვარი ჩანაწერი შენარჩუნდება ის უნდა გადავიდეს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში, ხოლო თუ ორპალატიანი პარლამენტის ინსტიტუტი დეტალურად გაიწერება, იგი მოწესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის მესამე თავით (მესამე თავი: საქართველოს პარლამენტი).

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულიაა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: Email: inc.commission@gmail.com