ომბუდსმენთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა

წყარო: Tabula.ge

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კრიტიკულად მიმოიხილა 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები. სახალხო დამცველის მოადგილემ პაატა ბელთაძემ ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება, „ლოცვის უფლება ყველას აქვს“; მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციას სტატიით „რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი“; ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდა  ლელა დუმბაძე – გაზეთი „ბათუმელები“, სტატიით „თურქეთისა და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“. 1474507_676813652351277_1597854459_n

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები” – ის პირები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა – იურისტი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);  გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრი. ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი – ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“ („Вечерний Тбилиси“).

ღონისძიებას არ ესწრებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის არც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s