ვახუშტი მენაბდემ ახალი კონსტიტუციის პირობებში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების უფლებები განმარტა

წყარო: pirweli.com.ge

news_49153როგორც სააგენტო “პირWელის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციონალისტმა განაცხადა, “ახალი კონსტიტუციის პირობებში დაპირისპირების შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისის ალბათობა მაღალია”.

“ახალ კონსტიტუცურ რეალობაში გვაქვს იმგვარი სიტუაცია, როდესაც ძალაუფლების ძირითადი ვექტორი გადახრილია პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ. პრეზიდენტი სუსტია, თუმცა ის არ არის კლასიკურად სიმბოლური პრეზიდენტი, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკებს სჩვევიათ. მას გარკვეული პოლიტიკური ანგარიშგასაწევობა აქვს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პოლიტიკური გარემო იქნება ქვეყანაში. თუ მთავრობა და პრეზიდენტი ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებად დარჩებიან, ჩვენ პრეზიდენტისგან გართულებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ თუ ეს რეალობა შეიცვლება, მაშინ პრეზიდენტს შეუძლია ძალაუფლების გადანაწილების კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნას და ეს არც არის ცუდი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტზე გარკვეული ძალთა ბალანსის გაშლა იქნება. რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს ძალაუფლება არის იმდენად, რამდენადაც იგი მთავრობას ფაქტობრივად, დამოუკიდებლად აკომპლექტებს”, – განაცხადა მენაბდემ.

რაც შეეხება არსებული სახელმწიფოებრივი წყობის პირობებში პოლიტიკური კრიზისის შესაძლებლობას, მენაბდე აღნიშნავს, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

“ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ძალიან ბევრ კონფლიქტურ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ კონფლიქტიდან უმტკივნეულოდ გამოსვლის მექანიზმს ის არ გვაძლევს და ამ თვალსაზრისით, დაპირისპირების პირობებში, პოლიტიკური კრიზისი მაღალი ალბათობით შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ანუ ჩვენი კონსტიტუცია ამგვარი კონფლიქტებიდან რბილი გამოსავლების მიღებისკენ არ არის მორგებული”, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით პრობლემურია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

“ვთქვათ, კოალიცია დაიშალა და ახალი მთავრობის ფორმირება დადგა დღის წესრიგში, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება, გაგრძელდეს სამ თვეზე მეტ ხანს და ფაქტობრივად, სამი თვის განმავლობაში, მთავრობა ჩემოდნებზე ზის, რაც უკვე ძალიან დიდი დარტყმაა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობისთვის და მეორე საკითხი – ძალიან რთულია ეს პროცედურა, იმდენად რთული, რომ შეიძლება, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საერთოდ ვერ მოხერხდეს და სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის მთავრობა და პარლამენტი გვყავდეს”, – განმარტა მენაბდემ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s