სამუშაო ჯგუფმა კონსტიტუციის გადასინჯვის მეორე პროექტი განიხილა

სამუშაო ჯგუფი: ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი

სხდომის თარიღი: 2014 წლის 19 ნოემბერი – VIII სხდომა

სრული შემადგენლობა: 11

დამსწრეთა რაოდენობა: 3 (კვორუმი არ შედგა);

 

რეზიუმე

სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს კონსტიტუციის მერვე თავის (კონსტიტუციის გადასინჯვის) მეორე პროექტი.

 

სხდომის მიმოხილვა

სამუშაო ჯგუფის წევრმა წარმოადგინა კონსტიტუციის გადასინჯვის თავის პროექტი, რომლის მიხედვით:

  1. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონი მიიღება ორი მოწვევის პარლამენტის მიერ;
  2. იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური კანონის ამოქმედების თარიღი წინ უსწრებს მორიგ საპარლამენტო არჩევნებს, გათვალისწინებულია პარლამენტის დათხოვნა;
  3. გადასინჯვის პროცედურულ შესაბამისობას კონსტიტუციასთან ამოწმებს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლო;
  4. პროცედურა უშვებს სპეციალური გადასინჯვის წესის დადგენას კონფლიქტური რეგიონების სტატუსის განსაზღვრისთვის.

გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოს შორის კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურული მხარის შემოწმების დუბლირებამ შეიძლება გამოიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემდგომ ინსტანციად გადაქცევა.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ განსახილველი და ავტორთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის გადასინჯვის თავის პროექტები არის ერთმანეთის მსგავსი, ამიტომაც მათ ავტორებს ეთხოვათ შეჯერებული პოზიციის წარმოდგენა.

კვორუმის არარსებობის გამო, სამუშაო ჯგუფს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: Email: inc.commission@gmail.com