“დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში”

sopos proeqti

2013 წლის 2 დეკემბრიდან, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო) ახორციელებს პროექტს “დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში”, როემლიც მიმდინარეობს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლო ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ სამოქალაქო ინიციატივა – დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

პროექტი მიზნად ისახავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობისა და ანგარიშ-ვალდებულების სისტემის დამკვიდრების ხელშეწყობას. კერძოდ, პროექტის მიზანია სამართლიანი, ობიექტური და განჭვრეტადი დისციპლინური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება და უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობასა და სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას ჩაურევლობას. დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის დაბალანსებული და ჯანსაღი სისტემის შექმნა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გაანალიზება, ადგილობრივი სამართლებრივი სივრცისა და პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი ინსტიტუციებისთვის.

პროექტს EMC პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომდევნო რვა თვის განმავლობაში განახორციელებს.

პროექტის ბიუჯეტი: 39 410 GEL

პროექტის ვადები: 15/06/2014 – 31/12/2014

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s