აქცია საქართველოს საპატრიარქოსთან [video]

1543495_777118605636088_254489995_n2014 წლის პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციითა და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს მოქალაქეთა ნაწილისაგან პროტესტი მოჰყვა.
საპატრიარქოს ტერიტორიაზე მივიდა მართლმადიდებელი მრევლის ნაწილიც. აქციის მონაწილეებს მრევლის წარმომადგენლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუხიეს პლაკატები, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC-ის) წარმომადგენელს, გიორგი ნონიაშვილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქცია, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან გაიმართა, სოციალური ქსელებით დაიგეგმა და საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებები რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააპროტესტა.
აქციის დროს პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.