სამყაროს უმაღლესი ჯურღმული – დევიდის კოშკი [video]

maxresdefault

სანდრო წურქავა

როდესაც სახელმწიფო მოქალაქეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, ადამიანები თავად მოქმედებენ, იკავებენ მიტოვებულ შენობებს, მიწებს და იწყებენ ცხოვრებას.

თანამედროვე ქართული სკვოტინგი (Squatting) 1992-93 წლებში შეიძლება დავუკავშიროთ აფხაზეთში არსებულ კონფლიქტს. 250 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია სახლის სხვა რეგიონში მოძებნა. შესაბამისად, ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ საცხოვრებლის მოძებნასა და შესახლებას.

საქართველოში დაუსახლებელი ნაგებობების დაკავება არც მომდევნო წლებში შემწყდარა. გაუმართავმა სახელმწიფო პოლიტიკამ, სუსტმა ეკონომიკურმა სისტემამ ვერ მოახერხა მოქალაქეთა დაცვა და იპოთეკური სესხითა, თუ სხვა მიზეზით გარეთ დარჩენილმა ადამიანებმა თბილისში არსებულ მიტოვებულ შენობებს შეაფარეს თავი.

მოცემულ ვიდეოში ნაჩვენები დასახლება ასევე მოუმწიფებელი სახელმწიფოობრიობისა და ეკონომიკური სისტემის გაუმართაობის შედეგია, თუმცა “დავითის კოშკსა” და მის ქართული ანალოგებს შორის ერთი შეხედვით არსებულ მსგავსებებს განსხვავებები აბათილებს.

საქართველოში არსებულ “სამართლის მიღმა” დასახლებებს არასდროს უგვრძნიათ კანონის გარეთ ყოფნა. დასახლებებში  მიუხედავად იერარქიისა და გარკვეული შიდა განაწესის არსებობისა, სტრუქტურირების მასშტაბებს “დავითის კოშკის” დონემდე არ მიუღწევია. ქართველ სკვოტერებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო მათი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველღოფნას მოახერხებს. კარაკასში არსებულ კოშკში არ მოქმედებს ვენესუელას სახელმწიფოებრიობა. ადამიანები სხვა, პარალელურ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ნაგებობის ჭიშკართან სრულდება ვენესუელის კანონმდებლობა და იწყება  “დავითის კოშკი.”

(იხ. ვიდეო ქართული სუბტიტრებით)