საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა

სხდომის თარიღი: 2014 წლის 3 მარტი

სრული შემადგენლობა: 58

დამსწრეთა რაოდენობა: 45

 

რეზიუმე

კომისიის თავჯდომარემ კომისიას გააცნო შექმნის მიზეზები, სტრუქტურა და მუშაბის ძირითადი პრინციპები. კომისიამ არიჩია მდივანი.

 

სხდომის მიმოხილვა

კომისიის პირველ სხდომაზე, თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე ისაუბრა, იმ ძალთა ბალანსზე, რომელიც კომისიაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალების, ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორისა და სამართლის სპეციალისტების ჩართვით მიიღწა. მან ყურადღება ასევე გაამახვილა კომისიის გარეთ დარჩენილ პირებზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე.

მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური დეტალების გაცნობის შემდგომ, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის შექმნის საჭიროებაზეც ისაუბრა. მისი თვალსაზრისით, მასშტაბური რეფორმის განხორცილების აუცულებლობა არსებულ კონსტიტუციაში შეტანილმა 30-ზე მეტმა ცვლილებამ განაპირობა, რომელთაგან დიდი ნაწილი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზეა მორგებული. ამან ქვეყნის უზენაეს კანონში გააჩინა გარკვეული ხარვეზები და რამაც შესაძლოა შექმნას როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ხასიათის პრობლემები. მისივე თქმით, რეფორმის მიზანია, კონსტიტუციის ლეგიტიმაციის გაზრდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, კომისიის თავისუფლება ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და ჩამოთვალა კონსტიტუციური რეფორმის ძირითადი პრინციპები:

  • ადამიანის გაზრდილი უფლებები, რაც ნებისმიერი მომზადებული ცვლილების უპირველესი ტესტი უნდა იყოს;
  • სახელისუფლებო ბალანსის დახვეწა და კონსტიტუციური ინსტიტუტების მოწესრიგება;
  • ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის გაძლიერება – ვერტიკალური ბალანსი;
  • საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინება, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით;

სხდომის ბოლოს, თავჯდომარემ დამსწრეებს გააცნო კომისიის სტრუქტურა, სამუშაო ჯგუფების შექმნის პრინციპი და მასში გაწევრიანების წესი.

კომისიამ, ხელმძღვანელის წარგინებით, კომისიის მდივნად აირჩია გიორგი კვერენჩხილაძე. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელთა კანდიდატურები დასახელდება მომდევნო სხდომაზე.

მუშაობის ვადებთან დაკავშირებით, თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომისიის შეკრების დაგვიანების გამო, გადაიწევს მუშაობის დასრულების ვადა. აქვე აღნიშნა, რომ  მომზადებული პროექტის საპარლამენტო განხილვა, სავარაუდოდ, 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

 

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.