სახელმწიფოსგან დავიწყებული უსახლკაროები

თბილისში, კონიაკის დასახლებაში, პოლიკლინიკა დიოსკურიის შენობის მეორე სართული დაკავებული აქვთ უსახლკარო სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც უკიდურესად მძიმე პირობებში მცირეწლოვან ბავშებთან ერთად ცხოვრობენ.
აღნიშნული ოჯახები 2013 წლის 29 ივლისს სახელმწიფომ ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მე-13 სკოლის შენობიდან გამოასახლა. გამოსახლების დროს EMC აპროტესტებდა, რომ მთავრობამ გამოსახლება დაგეგმა იმგვარად, რომ აღნიშნული ოჯახების დიდი ნაწილი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა და ნამდვილად არ ჰქონდა საცხოვრებელი, თავშესაფრის გარეშე დატოვა. გამოსახლებამდე სახელმწიფომ არ მოახდინა ოჯახების სოციალური მდგომარეობის სამართლიანი და ადეკვატური შეფასება და თავშესაფრით დაკმაყოფილებისთვის ობიექტური კრიტერიუმების გარეშე მოახდინა ოჯახების სელექცია.