საკონსტიტუციო კომისიის მეორე სხდომა

სხდომის თარიღი: 2014 წლის 29 მარტი

სრული შემადგენლობა: 58

დამსწრეთა რაოდენობა: 45

რეზიუმე

საკონსტიტუციო კომისიამ აირჩია სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები; იმსჯელა სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პროცედურულ მხარესა და ურთიერთ თანამშრომლობაზე; გამოკვეთა რეფორმას დასაქვემდებარებელი შესაძლო საკითხები.

 

სხდომის მიმოხილვა

სხდომის დასაწყისში, კომისიის თავჯდომარემ სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესუალურ მხარეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია საქმიანობა იყოს საჯარო, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სამუშაო პროცესს.

დავით უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ რაკი კომისია მუშაობს არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გზით, საბაზისო ვერსიად კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს არსებული მმართველობის მოდელი. მსჯელობის დასრულების შემდგომ, კომისიის თავჯდომარემ წარმოადგინა სამუშაო ჯგუფების კანდიდატურები:

  1. პაატაა ცნობილაძე – საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის საკითხთა სამუშაოჯგუფი;
  2. ვახტანგხმალაძე – საქართველოს პარალმენტის, პრეზიდენტის და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  3. მანანა კობახიძე – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ინსტიტუტის საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  4. ლევან ბეჟაშვილი – დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;
  5. ლევან ბოძაშვილი – ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.

 

კომისიამ წარმოდგენილი კანდიდატურები ერთხმად აირჩია

თავმჯდომარემ მიმართა კომისიის წევრებს, რომ დაესახელებინათ მათთვის პრობლემური საკითხები არსებულ კონსტიტუციაში. კომისიის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვლეს, ტეროტირიული მოწყობის, კონსტიტუციის გადასინჯვის, ბიკამერალიზმისა და პრეზიდენტის არჩევის საკითხებზე (დეტალური ჩამონათვალი იხილეთ აქ).

 

—————————————————————————————————————-

მომზადებულია ა(ა)იპ „ადამიანის უფელბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” მიერ.

შენიშვნა: ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფიციალურ ჩანაწერს. ნებისმიერი კითხვის, ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით. Email: inc.commission@gmail.com.