„რელიგია საჯარო სკოლებში“

 

religiebi copy

კვლევის მიზანია განათლების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. კვლევა შეისწავლის სასკოლო განათლების სისტემაში  ამ უფლებით თანაბრად სარგებლობის, რელიგიის სწავლების რეგულირების საკითხებს და აფასებს მათ შესაბამისობას რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარებთან და სეკულარიზმის პრინციპთან.

კვლევის მნიშვნელობასა და აქტუალობას ადასტურებს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის სწავლების საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, ასევე კვლევის ფარგლებში გამოკითხული მკვლევარებისა და ექსპერტების შეფასებები, რომლებიც საჯარო სკოლებში წლების მანძილზე  არსებულ სისტემურ პრობლებზე მიუთითებენ

კვლევაში „რელიგია საჯარო სკოლებში“ მიმოხილულია მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო რელიგიის თავისუფლების შუქზე. კვლევა ასევე სწავლობს სასკოლო სახელმძღვანელოების დისკურსს სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების შესახებ ინფორმაციის დაბალანსებულად წარმოჩენის კუთხით .დოკუმენტი აანალიზებს თბილისის რამდენიმე სკოლის მასწავლებელთა განწყობებს რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით და მათი დამოკიდებულებეის გამოხატვის პრაქტიკას.

კვლევამ შემდეგი ძირითადი პრობლემები გამოავლინა:

  •          განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებული  პოლიტიკა, აჩვენებს, რომ სამინისტროს სათანადოდ არ აქვს გააზრებული სკოლებში სეკულარიზმისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის მასშტაბი და პრობლემის სიმწვავე;
  •          არსებული კანონმდებლობის მიხედვით, განათლების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს რელიგიის შესახებ სწავლების მასალების წინასწარი კონტროლი და სწავლების შინაარსის განსაზღვრას ის მთლიანად სკოლას მიანდობს;
  •          სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მუშაობა აჩვენებს, რომ მის მიერ თითქმის არ ხდება რელიგიის თავისუფლების/სკოლის მიერ რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევების იდენტიფიცირება;cover research - emcrightspr@gmail.com - Gmail
  •          ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, მიუხედავად უფლებამოსილებისა, არ ახორციელებს გეგმის დანერგვის მონიტორინგს, რაც მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმია მისი შესრულების, დანერგვის ხარისხის გაზომვისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისათვის.
  •          საჯარო სკოლის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების ანალიზი აჩვენებს, მასში ინტერკონფესიური და კულტურათაშორისი საკითხების არსებობის დეფიციტს;
  •          სასკოლო სახელმძღვანელობის ავტორების მცდელობის მიუხედავად,  მოსწავლეებს მიეწოდებოდესდაბალანსებული, ნაციონალური და რელიგიური უპირატესობებისგან დაცლილი და რაციონალიზებულიინფორმაცია, სახელმძღვანელოებშისხვადასხვარელიგიურდენომინაციაზეარასაკმარისიინფორმაცია და მათიძირითადად უარყოფითკონტექსშიწარმოჩენა კვლავ პრობლემატურია.
  •          თბილისის რვა სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ მასწავლებელთა დამოკიდებულებებში შეუწყნარებლობისა და განსხვავებულის მიმართ მიუღებლობის ტენდენციები აჩვენა;

კვლევა განხორციელდა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.