სტუმარი NEWSCAFE-ში – ვახუშტი მენაბდე

წყარო: newscafe

ორი კვირის წინ, გაზეთ “ასავალ-დასავალმა” პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში პარლამენტარი მწერალ ზურაბ ქარუმიძეს შეურაცხყოფდა. საზოგადოების ნაწილმა – საქართველოს პენცენტრმა, მწერალთა სახლმა და რამდენიმე ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, დაგმო ჯაჭვლიანის ქცევა და საჩივრით მიმართა ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას, მიიღოს ზომები გაზეთის წინააღმდეგ.

საჭიროა თუ არა სიძულვილის ენის კრიმინალიზება? სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის? ამ საკითხებზე სასაუბროდ მოიწვია Newscafe-მ იურისტი – ვახუშტი მენაბდე.