ავღანური დემოკრატია: მითები და დაპირებები

Mercado-KabulG

დავუდ მორადიანი
წყარო: aljazeera.com

(დათო ლაღიძის თარგმანი)

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ავღანელი ქალების და კაცების გრძელმა, დამღლელმა რიგმა 5 აპრილის არჩევნებზე, უმეტესობის შეხედულება დემოკრატიზაციის იდეის კრახზე, მულტიეთნიკურ, კონფლიქტურ და ისლამურ საზოგადოებაზე, შეიცვალა. ამერკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არჩევნებს ისტორიული უწოდა, მაღალი აქტივობის გამო, რაც ავღაეთში ძალიზე იშვიათია.

ავღანელები საყოველთაოდ ცნობილები არიან, თავიანთი მებრძოლი ხასიათის გამო. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მდივნის ლაიამ ფოქსის სიტყვებიც ამას ცხადყოფს, როცდესაც მან ავღანეთი მეცამეტე საუკუნის არშემდგარ სახელმწიფოდ მოიხსენია. მსგავსი ორიენტალისტური კონსტრუქცია ავღანეთის ეროვნული იდენტობის მიმართ, არ შემოიფარგლება მხოლოდ დასავლური დედაქალაქებითა და აზროვნებით.

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტის, გენერალ აიბ ხანისთვის კი ავღანეთს არ“არანაირი შინაგანი ერთობა” ჰქონდა და შექმნილი იყო როგორც “მე-19 საუკუნის რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიების ინტერესთა შეჯახების ბუფერული ზონა.” მეტიც, მისი აზრით, “ავღანელები მუსლიმებიც არ არიან, რადგან მათში ოპორტუნიზმი ჭარბობს”. ავღანეთის კულტურული სიმდიდრეები გაიძარცვა, ერთ დროს ის იყო სამშობლო უამრავი დიდი სპარსი გამომგონებლის, ხელოვანისა და მეცნიერის – ეს ყოველივე კი, ახლა, თეირანის მიერაა მონოპოლიზებული.

მსგავსი შეხედულებები ისტორიული და ანთროპოლოგიური კუთხით მცდარია. თუმცა სწორედ ასეთი შეხედულებები განსაზღვრავს ხშირად ავღანეთისადმი პოლიტიკას. დებატები ავღანეთის მზაობაზე მოდერნული სახელმწიფო ინსტიტუტებთან თავსებადობის, დემოკრატიულ მმართველობასთან, და თალიბანის იდენტობის შესახებ ავღანელების მიმართ ესენციალისტურ მიდგომას ექვემდებარება. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის და მოდერნული ავღანური სახელმწიფოს შექმნის ადრეული, ოპტიმისტური მიდგომა დაიჩრდილა. სწორედ მათ მიერ, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას უსარარგებლო სამუშაოდ და ხანგრძლივი კრიზისის გამომწვევად ახასიათებს.

 

‘სავარძლიანი საერთაშორისო ექსპერტები”

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სალმან ხურშიდი მსგავს სკეპტიციზმს ავღანეთზე “სავარძლიანი საერთაშორისო ესპერტების” ხედვას უწოდებს. მათი აზრით, „ავღანეთის მომავლისთვის მთავარი გამოწვევა მისი ჰეტეროგენულობა, ანტიკური ტომობრივი საზოგადოება, და უამრავი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფია.”

ვაშინგტონის უარმა ეღიარებინა თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად და ისლამაბადის მტკიცე სტრატეგიამ ინვესტირება მოეხდინა ამავე ორგანიზაციაში, შეცვალა შეხედულება მასზე. შედეგად, თალიბანი დღეს ადგილობრივ წინააღმდეგობრივ ორგანიზაციად აღიქმება. 2013 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლისთვის გადაიდო, რაც კონსტიტუციური ცვლილებით იყო განპირობებული. ამ ყველაფერმა კი წარმოშვა იდეა, თითქოს დასავლეთმა ერთგვარი “წამქეზებელი მხარდაჭერა” გაამოხატა თალიბანის მიმართ.

ავღანეთის მთავრობასა და პოლიტიკური ელიტაში არსებული კორუფცია აღქმული იყო არსებითად კორუმპირებული კულტურისა და 2010 წლის შემდეგ სიტუაციის დრამატულად ცვალებადობის გამოვლინებად.

წინა კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა განაახლა დებატები დემოკრატიზაციის პერსპექტივაზე ისლამურ სამწყაროში, რაც რეგიონში მიმდინარე ანტი-დემოკარტიზაციის ტენდენციიდან გამონაკლისია. ახლო აღმოსავლეთი იწვის სექტარიანულ ძალადობაში “არაბული ზამთრის” მოლოდინში; ცენტალური აზია უფრო მეტად დესპოტური ხდება; პაკისტანი კი სწრაფად მიიწევს თალიბანიზაციისკენ. ამ ტენდენციების რედუქცირება ორ ფუნდამენტურად დაპირისპირებულ იდეოლოგიზე შეგვიძლია: ორიენტალისტურ და სალაფისტურ იდეოლოგიებზე. ორივე მათგანს სჯერა და ეწევა აზრის ადვოკატირებას, რომ მუსლიმური საზოგადოება დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

ქმედით ავღანურ დემოკრატიას შესწევს ძალა უპასუხოს ამ სკეპტიციზმს, ისლამური სამყაროს დემოკრატიზაციის შესაძლებლობით. თუ ავღანეთი, ღრმა კონფლიქტური, ტომობრივი და კონსერვატული საზოგადოება, შეძლებს სვლას დემოკრატიზაციისკენ, მაშინ სხვა უფრო მეტად სტაბილურ და მშვიდ ისლამურ ერებს ექნებათ უკეთესი შანსი მიაღწიონ წარმატებას ამ მხრივ. ისლამური სამყაროს დემოკრატიზაციის პანაცეა არ არის ფრენცის ფუკუიამას “ისტორიის დასასრული”, ის უფრო მეტად უინსტონ ჩერჩილის დემოკრატიის განსაზღვრების ეკვივალენტურია  “ყველაზე ცუდი მმართველობის ფორმა, გარდა იმისა, რაც უკვე ნაცადია.”

ავღანეთი გვაძლევს ისტორიის საუცხოო მაგალითს დემოკრატიული ბრძოლის და დამორჩილების ისლამური რეფორმისტული მოძრაობების გარე ძალებისთვის. ავღანეთი იყო პირველი ქვეყანა, ისლამურ სამყაროში, რომელმაც“კონსტიტუციური მთავრობა” წარმოადგინა  და აღიარა უამრავი სოციალური რეფორმა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ავღანელი რეფორმისტი მეფის, ამნანულა ხანის მმართველობის დროს, პირველი ავღანური კონსტიტუცია “ნეზამნამა” მიიღეს, 1923 წელს.

კონსტიტუცია მოქალაქეებს თანაბარ უფლებებსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას ანიჭებდა. ავღანეთის მეორე დემოკრატიზაციის მცდელობა თითქმის ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა (1964-73), როდესაც ქვეყანამ რეგიონის ყველაზე განმანათლებლურ კონსტიტუციაზე დაფუძნებული, კონსტიტუციური მონარქია მიიღო.

ავღანეთის პირველი და მეორე დემოკრატიზაციის ცდა, კრახით დასრულდა ფრაქციონალური ელიტისა და გარე ჩარევის გამო, და არა მისი ანტიკური-ტომობრივი ბუნების თუ ისლამური იდენტობის გამო. რეალურად, ავღანეთის მრავალფეროვანი კულტურული საგანძური და მისი მიდგომა რელიგიის მიმართ ხელს უწყობს უნივერსალური ღირებულებებსა და ინკლუზიურ პოლიტიკას.

 

კოსმოპოლიტური ქალაქის ადრეული მაგალითი

ქაბული  ადრეული მაგალითია კოსმოპოლიტური ქალაქების, როცა ის იყო სახლი ზოოასტრული, ბუდისტური, ინდუისტური და მოგვიანებით მუსლიმური და ებრაული თემებისთვის. გრეკო-ბახთარიას ცივილიზაცია იყო პირველი მოდელი ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემის “აღმოსავლეთ-დასავლეთის” სახით, 2,000 წლის წინათ. ტიმურიდის იმპერიის რაინდმა, გოჰარშადმა ჰერათი აქცია ცენტრად მხატვრობის, ლიტერატურის, არქიტექტურისა და პოეზიისთვის, მე-15 საუკუნეში. ისლამური პრაგმატისტული სამართლის სკოლის, ჰანაფის სკოლის დამფუძნებელი კი სწორედ ავღანელი იყო.

ავღანეთის დემოკრატიზაციის მესამე მცდელობა ორ მნიშვნელოვან გამოწვევას ეჯახება, რაც წინა ორი მცდელობის კატასტროფის მიზეზი გახდა. თუმცა, ახლანდელი ცდა იმ მილიონობით მოქალაქეზე დგას, რომელიც 5 აპრილს მივიდა არჩევნებზე, მიუხედავად იმისა თუ რამხელა უნდობლობა აქვთ მათი ამჟამინდელი მთავრობის და ქვეყნის მომავლის მიმართ – ეს კი გმირობის ტოლფასია.

დღეს არის რეალური შესაძლებლობა უფრო მეტად ერთიანმა და პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ელიტამ ქაბულში და საგარეო მხარდამჭერამ ავღანეთის მესამე დემოკრატიული გამოცდილება შეუქცევადი და მყარი გახადოს. თუ ასე მოხდა, ავღანეთი გახდება შთაგონება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.