კარვების ქალაქის ბინადარნი

კარვების ქალაქის ბინადარნი - YouTube მოსკოვის გამზირზე მდებარე კარვებში მცხოვრები უსახლკაროები კლიმატური პირობების ცვლილებასთან ერთად პირობების გაუარესებას უჩივიან. ანტისანიტარია უჰაერობა, წვიმის შედეგად კარვებში ჩამდგარი წყლის გუბეები, მათი თქიმით, ადამიანთა ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. 2014 წლის 5 აპრილს აქ მარიამ კაირაული გარდაიცვალა ექიმების განმარტებით ის პნევმონიის ფონზე, ჰაერის უკმარისობის გამო სტაციონალში გადაყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა. გარდაცვალებამდე ბოლო 2 კვირის განმავლობაში მარიამი შიმშილობდა და სისუსტეს გრძნობდა.