განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებით

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებით

 

2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით, დაფუძნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო,  თუმცა, მიგვაჩნია, რომ ახლადშექმნილი სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია. კერძოდ:

– სააგანტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა სააგენტოს მიზნებისა და უფლებამოსილების უკეთესად გააზრებას;

– რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ცენტრალიზებული სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს;

– სააგენტოს შექმნის მიზნები, ისევე, როგორც მისი უფლებამოსილებები, სრულად არ ასახავს რელიგიის თავისუფლების,  თანასწორუფლებიანობისა და სეკულარიზმის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს;

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, ასევე მისი საქმიანობის სტრატეგია, მიზნები და მანდატი  დამატებით საჯარო განხილვასა და გადასინჯვას მოითხოვს. მნიშვნელოვანია, რომ განხილვის  პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირის მონაწილეობა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მანამდე გადაწყვეტს სააგენტოს თავმჯდომარის დანიშნავს, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს ლეგიტიმურობისთვის არსებითია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან აქტიური კონსულტაციისა და კონსენსუსის გზით, ღია პროცესების ფარგლებში წარიმართოს.

განცხადებას ხელს აწერენ:

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

  1. ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
  2. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  3. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  4. სახარების რწმენის ეკლესია
  5. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  6. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
  7. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  8. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  9. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  10. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი
  11. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
  12. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება
  13. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  14. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  15. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  16. სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი

 

არასამთავრობო ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  5. მედიის განვითარების ფონდი
  6. კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

Joint Statement of the Council of Religions under the Public Defender of Georgia and Non-governmental organizations about the State Agency of Religious Issues

In February 2014 the government of Georgia established the State Agency of Religious Issues. We consider that the mandate of the newly established Agency is challenging due to the following reasons:

  • The government established the Agency and defined its mandate without having any consultations with the Council of Religions under the Public Defender’s auspices and respective non-governmental organizations working on religious freedom issues. Such consultations could contribute to better comprehend goals and authority of the Agency;
  • Creation of centralized state institution on religious issues under the prime-minister, that is not a representative body, creates risks of arbitrary interference by the state in the autonomy of religious organizations;
  • Goals and the authority of the agency do not fully reflect existing challenges related to the freedom of religion, equality and secularism in Georgia.

In view of the above-mentioned, we consider that questions related to the Agency, including advisability of its existence, also its strategy, goals and mandate require further public discussions and revision.  In this regard it is very important to ensure participation of all religious organizations and other interested groups. However, in case the prime-minister decides to appoint the head of the Agency before such discussions, we think that for the legitimacy of the Agency it is of utmost importance to choose the relevant candidacy based on transparent consultations and consensus with religious organizations and other related actors.

The statement is signed by the following members of the Council of Religions under the auspices of the Public Defender of Georgia:

  1. Evangelical-Lutheran Church
  2. Evangelical-Baptist Church
  3. Georgian Muslims Union
  4. Evangelical Pentecostal Church
  5. Seventh-day Adventist Church
  6. Evangelical-Protestant Church
  7. Holy Trinity Protestant Church
  8. Evangelical Church
  9. Word of Life Evangelical Church
  10. Evangelical-Baptist Church Madli
  11. The Salvation Army International Organization
  12. Society for Krishna Consciousness
  13. Evangelical Church Firm Foundation
  14. Baha’i Community in Georgia
  15. Swedenborgian Community
  16. Evangelical Church People of God

Non-Governmental Organizations:

  1. Human Rights Monitoring and Education Centre  (EMC)
  2. Tolerance and Diversity Institute
  3. Georgian Young Lawyers’ Association
  4. Georgian Democracy Initiative
  5. Media Development Foundation
  6. Article 42 of the Constitution