სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების თემაზე

photo 1

2014 წლის 22 მაისს, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” (EMC), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გამართეს სამუშაო შეხვედრა თემაზე:

მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი: დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების პროცედურები.”

შეხვედრაზე, ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების თემაზე მიმდინარე კვლევის პირველადი მიგნებები და რეკომენდაციები. ასევე, განიხილეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის, დისციპლინური პროცესის გამჭვირვალობის ხარისხი, დისციპლინურ პროცესში მოსამართლის დაცვის გარანტიები, დისციპლინური სამართალწარმოების ეტაპებისა და ვადების ბუნდოვანების პრობლემები, და მოსამართლეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები..

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში “დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტების ადვოკატირება ქართულ სასამართლო სისტემაში”. პროექტი ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.

photo 3 photo 4