დუხობორების თემი და ინტეგრაციის პრობლემა [photo]

პროექტ „უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისთვის“ ფარგლებში, 23 მაისს, EMC-ის თანამშრომლები სოფელ გორელოვკაში მცხოვრები დუხაბორების თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო დუხობორების თემის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პერსპექტივების შეფასება.

დუხობორების თემის მდგომარეობის პირველდმა შეფასებებმა აჩვენა, რომ მათ წინაშე მწვავედ დგას ინტეგრაციის პრობლემა. ქართული ენის ჯეროვნად შესწავლა დუხობორებისთვის კვლავაც პრობლემურია, რის გამოც მათთვის გართულებულია საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება. დუხობორების დიდ ნაწილს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რის გამოც, მათთვის შეუძლებელი ხდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაფორმება. მოქალაქეობის არარსებობის გამო, მათთვის ასევე პრობლემურია დასაქმება. ადგილობრივების თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ზოგიერთ მათგანს დაუსაბუთებელი უარი ეთქვა, ზოგიერთს კი არ სურს საქართველოს მოქალაქოების მიღება რუსეთიდან მეტი სოციალური ბენეფიტების მიღების გამო.

This slideshow requires JavaScript.