გზამკვლევი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისთვის

Untitled
ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ევროსაბჭოს მხარდაჭერით, ახორციელებს ხუთთვიან პროექტს “ქალი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.”

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარდგენილი 50 ქალი კანდიდატისთვის ჩატარდა ორი ტრენინგი საკითხებზე: დგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა; საარჩევნო კამპანია და აგიტაცია; ადამიანთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები; საარჩევნო კამპანია და სოციალური მედია; ქალთა მოძრაობები, ფემინიზმი, გენდერული უთანასწორობის პრობლემები; და  ქალთა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა  სახელმძღვანელო ქალი კანდიდატებისათვის. აღნიშნული სახელმძღვანელო მათი პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისკენ იქნება მიმართული და გააძლიერებს ქალ კანდიდატებს, რომლებიც კენჭს იყრიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.