ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროება [photo]

This slideshow requires JavaScript.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარაში მუსლიმი თემის უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ერთად, აჭარელი მუსლიმების მთავარ მოთხოვნას ბათუმში მეორე, ახალი მეჩეთის აშენების საკითხი წარმოადგენს. ბათუმის ორთა ჯამეს მეჩეთის სივრცე არ არის საკმარისი და არ იტევს მლოცველებს, რის გამო მათ პარასკევის ტრადიციული ჯუმას ლოცვის ქუჩაში აღსრულება უწევთ. აჭარელმა მუსლიმები თვითორგანიზებას ცდილობენ და თემის შიგნით ფინანსურ რესურსებს აგროვებენ მეჩეთის ასაშენებლად. თუმცა, ამ საკითხს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენა სჭირდება. მუსლიმების საჭიროებების მიმართ ხელისუფლების გულგრილობა თემში პროტესტს იწვევს და უკმაყოფილებას აგროვებს, რაც მათ ზეპირ განცხადებებში ღიად შეინიშნება.

EMC უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს ვიდეო მასალასა და შეფასებებს, რომელიც აჭარაში ქართველი მუსლიმების უფლებრივ მდგომარეობასა და რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებს აღწერს.