მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

Untitled

ჩვენ, სათემო და ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე ორგნიზაციები, საზოგადოებრივი ჯგუფები, ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები და მათი მხარდამჭერები ვეხმაურებითსაქართველოს პრემიერ-მინისტრის ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილის 2014 წლის 4 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. [1]

დასაწყისში, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტობრივ უზუსტობებზე, რომლებიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. კერძოდ:

–         პრემიერმა არ გამიჯნა ერთმანეთისაგან ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის ცნებები, რომლებიც პრინციპულად განსხვავდება ერთამეთისაგან. ლეგალიზაციისგან განსხვავებით, დეკრიმინალიზაცია არ გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია არ არის და არც ყოფილა  სათემო ორგანიზაციების მოთხოვნა.

–         პრემიერმა არასწორი განმარტებები გააკეთა მომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელების ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც სინამდვილეში გაცილებით უფრო მკაცარია. კანონის თანახმად, განმეორებითი მოხმარება, არამხოლოდ 2 000-ლარიანი ჯარიმის, არამედ ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის საფუძველიც შეიძლება გახდეს;

–         პრემიერმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სასჯელების გამოყენების პრაქტიკაში მიდგომების ცვლილებებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს ნულოვანი ტოლერანტობის რეპრესიულ პოლიტიკას ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ.

გარდა აღნიშნული უზუსტობებისა პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქვეყნაში არსებულ სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებთან, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან და ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან. კერძოდ, 2014 წლის თებერვალში ქვეყანამ შეიმუშავა ანტინარკოტიკული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად, რაც  თანხვედრაშია საკითხის მიმართ ევროკავშირის მიდგომასთან  და არის საქართველოსა და ევრკოავშირსშორის სავიზო რეჟიმის გამარტივების წინაპირობა.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ის სავალალო შედეგები, რომელიც სახეზე გვაქვს წლების განმავლობაში გატარებული რეპრესიულიპოლიტიკის შედეგად:

–         გაიზარდა პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა;

–         გავრცელდა კუსტარული ნარკოტიკული საშუალებების  მოხმარება, რომლებიც ხასიათდებიან  მაღალი ტოქსიურობით და ხშირ შემთხვევაში, იწვევენ ჯანმრთელობის შეუქცევად დაზიანებებს;

–         ხდება ხელშეწყობა ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და ეპიდემიების გაღვივებისთვის, როგორიცაა აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტი. რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, ისეიმ ფინანსურ დანახარჯებზე, რომლის გაღებაც მოუწევს ქვეყანას ეპიდემიის სამართავად.

–         მოხდა ათობით ათასი ადამიანის კრიმინალიზაცია, რაც უარყოფითად აისახა მათ ცხოვრებასა და სოციო-ეკონომიკურ სტატუსზე;

–         ალოგიკური და უსამართლოდ მაღალი საჯარიმო სანქციების შედეგად, ათასობით ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

გატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები[2], რათა ნარკოტიკების მომხმარებელთა იზოლაცია, დევნა და დასჯა, ჩანაცვლდეს მათთვის ზიანის შემცირების, პროფილაქტიკური, სარეაბილიტცაიო და სამკურნალო სამედიცინო მომსახურეობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით.[3] (სრული საკანონმდებლო პაკეტი იხილეთ ამ ბმულზე: http://bit.ly/UeajlG)

უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნულ ანტინარკოტიკული სტარეტგიის პრაქტიკაში განხორციელება თანმიმდევრული, ურთიერთშეთანხმებული ქმედებების გზით, რომლებიც დაეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მიდგომებს.

 

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი – GeNPUD

ზიანის შემცირების საქართელოს ქსელი – GHRN

ადაიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC

მსოფლიო ექიმები საფრანგეთი – MDM

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – OSGF

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“

პარტნიორობა ადამინის უფლებებისათვის

კონსტიტუციის 42 მუხლი

 

 

 

 

 

 

[1] http://www.netgazeti.ge/GE/105/News/32214/

[2] https://issuu.com/genpud

[3] http://chn.ge/Sgo4zu