ქალთა პოლიტიკური ჩართულობა [video]

ვიდეოში, რომელიც EMC-იმ 2014 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებამდე მოამზადა, ასახულია საკრებულოების ახლადარჩეული ქალი დეპუტატების ხედვები ქალთა პრობლემატიკაზე  რეგიონებში.

შვეიცარიის კონფედერაციისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) რვა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის 40-მდე ქალ კანდიდატთან, მათი შესაძლებლობლობების გაძლიერების მიზნით, აქტიურად მუშაობდა. დღეის მდგომარეობით, პროექტში მონაწილე ქალების გარკვეული ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დეპუტატის მანდატს ფლობს.

EMC აგრძელებს ქალ დეპუტატებთან თანამშრლობლობას, მათთვის შესაბამისი ცოდნის გადაცემის, უნარების განვითარებისა და გენდერული მგრძნობელობის გაზრდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს ქალების ინტერესების სათანადოდ წარმოდგენასა და ადვოკატირებას ადგილობრივ დონეზე.

პროექტის ფარგლებში EMC ასევეგეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას წინასწარ განსაზღვრულ 5 მუნიციპალიტეტში, რომელიც ხელ შეუწყობს ქალთა პრობლემატიკის  საფუძვლიანად წარმოჩენას და ქალი დეპუტატების ჩართულობის გაზრდას ამ საკითხების გენერალიზებასა და ლობირებაში.

პროექტი „ქალი კანდიდატებისა და არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობების გაძლიერება, საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ ხორციელდება შვეიცარიის კონფედერაციისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.