სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ

osgfemc

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2014 წლის 10 ივლისიდან ახორციელებს ახალ პროექტს“სამართალდამცავი სისტემის ინსტიტუციური რეფორმა საქართველოში: პოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ”. პროექტი დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებული, დაბალანსებული და გამჭვირვალე სისტემის შექმნის მხარდაჭერას, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის ფარგლებში EMC განახორციელებს:

  • ადგილობრივი სამართალდამცავი სფეროს სისტემურ ანალიზს;
  • შეისწავლის ევროკავშირის სტანდარტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით მოდელებს;
  • მოამაზდებს სამართალდამცავი სისტემის რეფორმის კონცეფციას.

პროექტის განხორციელების დროს ყურადღება გამახვილდება ინსტიტუციური მოწყობისა და კომპეტენციების განაწილების თემებზე. კერძოდ, შესწავლილი იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: სამართალდამცავი ორგანოების ორგანიზება და დაკომპლექტება, სამართალდამცავი სისტემის კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები, ინტერესთა კონფლიქტისა და პოლიტიკური გავლენების შესაძლებლო ფორმები, გამჭვირვალობის სტანდარტები, საგამოძიებო შესაძლებლობები, პოლიციის რეპრესიული და პრევენციული ფუნქციები, ოპერატიული და სხვა სახის საპოლიციო ღონისძიებები.

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელების პერიოდი ემთხვევა მიმდნარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესს, პროექტის გუნდი ითანამშრომლებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან. თემის ადვოკატირების მიზნით, პროექტის გუნდი მედიარესურსებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით გაავრცელებს ბლოგებსა და ანალიტიკურ სტატიებს სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის საჭიროებებთან და მიმართულებებთან დაკავშირებით, ასევე ითანამშრომლებს მედიასთან თემის აქტიურად გაშუქების მიზნით.

პროექტის ხანგრძლივობა: 10/07/2014 – 10/07-2015

პროექტის ბიუჯეტი: 47 768 $

 

Institutional Reform of the Law Enforcement System in Georgia: Countering the politicized system

 

Human Rights Education and Monitoring Center (EMC) from 10 July, 2014 is implementing a new project – “Institutional reform of the law enforcement system in Georgia: Countering the politicized system”. The project is financed by Open Society Georgia Foundation.

The aim of the project is to improve the situation of the criminal justice and the rule of law in Georgia that is related to the formation of the accountable, balanced and transparent system of the law enforcement agencies in Georgia.

In the frameworks of the project EMC will implement:

  • Systemic analysis of the law enforcement model of Georgia;
  • The study of the acting models of the law enforcement system in the EU member countries;
  • Advocacy for the law enforcement system reform.

During implementing the project the focus will be on the institutional structure and the issues of distributing competences. In particular, the following issues will be studied: Organizing and recruitment of the law enforcement agencies, the mechanisms of controlling and balancing of the law enforcement system, the possible forms of interest conflicts and political influences, standards of transparency, the possibilities of investigation, the repressive and preventive functions of the police, operative and other police activities.

Given the fact that the period of the project coincides with the ongoing process of constitutional reform, the project team will work with the State Constitutional Commission working groups. For advocating purposes of the topic, the project group with the help of the media resources and social network will spread blogs and analytical articles about the needs and the directions of the reform of the law enforcement agencies, it will also cooperate with the media for it to actively cover the topic.