არაღიარება, უმოქმედობა და რეპრესია საცხოვრებლის სანაცვლოდ

we

კვლევის მიზანია, სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხულ ობიექტებში შეჭრილი, სოციალურად დაუცველი, უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა, მათ მიმართ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი და  რეკომენდაციების წარდგენა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

კვლევაში დოკუმენტირებულია სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი უსახლკარო  სოციალურად დაუცველი ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა. მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შუქზეა მიმოხილული და დეტალურად აღწერს დარღვევის სხვადასხვა ასპექტს. ამასთან, კვლევაში მიმოხილულია ის მიზეზები, რომელმაც სოციალურად დაუცველ, უსახლკარო ოჯახებში განაპირობა უსახლკარობა. ამ მხრივ, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უსახლკარობის მიზეზები სისტემურია და ის არსებული სოციალური დაცვის არაეფექტური სისტემითა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული.