“ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის” კვლევის შედეგები

წყარო: პირველი არხი 
რამდენად აქტიურობდნენ ქალები 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში- “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა” კვლევის შედეგები წარადგინა.

მოეწყო ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ გამოცემული გზამკვლევისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციაც.

პროექტი 5 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია ქალი პოლიტიკოსების ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობის გამოცდილება და თვითმმართველობის ორგანოებში მოსახვედრად მათ მიერ განვლილი გზა.