ქალები და პოლიტიკური წარმომადგენლობა

log copy

30 სექტემბერს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) პროექტის „ქალი კანდიდატებისა და არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის” შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ გზამკვლევისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია.

პროექტი ხუთი თვის მანძილზე, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტის პირველ ეტაპზე, EMC-იმ  2 ტრენინგი გამართა 35 ქალი კანდიდატისათვის (როგორც დამოუკიდებელი, ასევე 7 პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისათვის) და მომზადდა გზამკვლევი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატებისათვის. ამათგან 15 ქალი ადგილობრივ თვითმმართველობებში დეპუტატებად აირჩიეს.

პროექტის მეორე ეტაპზე კი, EMC-იმ გააგრძელა მუშაობა არჩეულ დეპუტატებთან, რათა მათ გენდერულად სენსიტიური სოციალური საკითხები წინ წამოეწიათ საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში. მომზადდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ქალი პოლიტიკოსების ადგილობრივ პოლიტიკაში ჩართულობის გამოცდილება, მათი გზა თვითმმართველობის ორგანოებში მოსახვედრად და მათი თემის წევრი ქალებისათვის აქტუალური სოციალური პრობლემები.

ასევე, მომზადდა რიგით მეორე გზამკვლევი „ქალები და პოლიტიკური წარმომადგენლობა,“ რომლის მიზანიც არის, დაეხმაროს ახლანდელ და მომავალ ქალ კანდიდატებს, ეფექტურად გამოიყენონ მანდატები, როგორც თვითმმართველი მთავრობის წევრებმა. გზამკვლევი უზრუნველყოფს ქალების ეფექტურ მონაწილეობას პოლიტიკასა და საკუთარი უფლებების დაცვაში.

პროექტი განხორციელდა შვეიცარიის კონფედერაციის ფინანსური და ევროპის საბჭოს ტექნიკური მხარდაჭერით.

IMG_7042 IMG_7080 IMG_7094 IMG_7124 IMG_7140