ვახუშტი მენაბდე: “შსს არის ძალაუფლების მონსტრი”

წყარო: ტ/კ მაესტრო

ტ/კ „მაესტროს“ ეთერში ვახუშტი მენაბდემ შსს-ის ძირეული რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა და სამართალდამცავი ორგანოების სისტემური პრობლემები დაასახელა, მათ შორის:

1. ძალაუფლების კონცენტრაცია – დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, უშიშროებისა და სამოქალაქო სერვისების მომწოდებელი სამსახურების ერთ უწყებაში კონცენტრირება, რაც შეუძლებელს ხდის ამ ორგანოს ეფექტურ მონიტორინგს;
2. პოლიტიზირება – სისტემა ექვემდებარება ერთმმართველობისა და იერარქიულობის პრინციპებს, სადაც შსს მინისტრი არის გადაწყვეტილებების ერთპიროვნული მიმღები;
3. ინფორმაციის მიმოცვლა – უშიშროების, საგამოძიებო და საპოლიციო ორგანოებს შორის სენსიტიური ინფორმაციის შეუზღუდავად მიმოცვლის შესაძლებლობა;
4. სისტემის გაუმართაობა და ფუნქციების დუბლირება – კომპეტენციების აღრევის და დუბლირების პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელია სისტემის მუშაობის აღწერა და ანალიზი;
5. საქმიანობის წესების გასაიდუმლოება – შსს-ს მინიმუმ 6 დეპარტამენტის შიდა მარეგულირებელი აქტები საიდუმლოა, რაც კიდევ უფრო ართულებს სისტემის ეფექტურ მონიტორინგს
6. ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის ეფექტური სისტემების არაარსებობა – რაც ზრდის სამართალდამცავების მხრიდან თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს

ეს ის საკითხებია, რაც ქმნის მომეტებულ საფრთხეს თავისუფლებისთვის და საჭიროებს რეფორმას.