რკინიგზელთა გაფიცვა [video]

რკინიგზელთა გაფიცვა - YouTubeდაახლოებით ერთი კვირაა რაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვა მიმდინარეობს.
რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებსა და ადმინისტრაციას შორის გამართული მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულთა მოთხოვნებია:
1. ახალი სამართლიანი სახელფასო ბადის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება რკინიგზელთა სტაჟი და კვალიფიკაცია;
2. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით;
3. ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რკინიგზელებთან შეთანხმებით დადგენილი ტარიფით.
ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევის სირთულემ პროტესტის ტალღა გაზარდა.
გაფიცულთა რაოდენობა ათასობით თანამშრომელს მოიცავს.