ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად

Untitled

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების მხარდაჭერას, ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერებისა და საზოგადოებაში აღნიშნული პრობლემატიკის მიმართ ცნობიერების ამაღლების გზით.

სახელმწიფოს მიდგომებს დასაქმებულთა შრომით უფლებებთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ნათლად აჩვენებს საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზები, რატიფიკაციის მიღმა დარჩენილი არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი და ამ უფლებების რეალიზების არსებული პრაქტიკა, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიულ ზონებში შექმნილი რთული ეკოლოგიური მდგომარეობა და დასაქმებულთა მძიმე თუ სახიფათო სამუშაო პირობები.

უკანასკნელი პერიოდის გაფიცვებმა და სხვა მიმდინარე პროცესებმა, უფლებათა დაცვის ბრძოლისათვის არსებული შანსების არსებობის გარდა, ნათლად გამოავლინა დასაქმებულების, სტუდენტურ/ინტერესთა ჯგუფების და იმ ადამიანების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა,  რომელთაც უშუალოდ მიემართებათ სახელმწიფოს პოლიტიკა.

ამისათვის, პროექტი უზრუნველყოფს  დასაქმებულთათვის და ინტერესთა ჯგუფებისათვის შრომისა და გარემოს დაცვის სფეროში რელევანტური ცოდნის, ინფორმაციის მიწოდებასა და ამ პირების აღჭურვას სათანადო უნარებით, რაც ხელს შეუწყობს თავად მსხვერპლთა გააქტიურებას/ჩართულობას უფლებათა დაცვით პროცესებში. გარდა ამისა, პროექტით გაწეული საქმიანობები, მუშათა აქტივობების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის, მიზნად ისახავს სტუდენტური ჯგუფების გაძლიერებას, რაც გააჩენს შესაძლებლობას, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მოახერხონ ადგილებზე არსებული შრომითი და ეკოლოგიური პრობლემატიკის ავთენტურად გამოვლენა, საჯარო სივრცეებში შეტანა და ადვოკატირება.

პროექტი ხორციელდება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ადმინისტრირებით, „მწვანე ალტერნატივასთან” თანამშრომლობით, „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ დაფინანსებით.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.15 – 10.11.15

პროექტის ბიუჯეტი: 24 997, 50

 

Strengthening the Workers in Industrial Zones and the Young Civil Society Activists for the Protection of the Environment and the Labor Rights

 

The project aims to support environmental and social justice principles by strengthening the employees in the industrial zones, and the young civil society activists. As well as by increasing awareness towards the existing problem in the society.

The domestic legal framework of the state clearly shows its own approaches to environmental protection and the employees’ labor rights as well as various international instruments outside of the ratification and the present practice of realizing these rights, especially the difficult ecological condition in industrial zones and the employees difficult and dangerous living or working conditions is an example.

The recent strikes and other processes, in addition to the existence of the current opportunities for fighting for the rights, clearly identified the need to increase the opportunities of employed, students/interest groups and those people for whom the state policy is directly connected.

The project will provide for the employed and interest groups with relevant knowledge about environmental protection and labor field, equipping these individuals with appropriate skills and information, that will help the victims to become more active and involved in the processes of protecting the human rights. In addition, the project’s activities to support the workers’ actions is an approach to strengthen student groups, which will make it possible for society groups to reveal authentically the ecological problematics existing on the ground, as well as to lobby this problems in public spaces and to advocate them.

The project is implemented by the administration of the “Human Rights Education and Monitoring Center” and in collaboration with the “Green Alternative” with the financial support of “Heinrich Böll Foundation”.

Project Duration: 01.01.15 – 10.11.15

Project Budget: €24 997, 50